როგორ იღებენ ქალებს ქართულ ფაშისტურ ორგანიზაციაში და სად ეკრძალებათ მათ სიყვარული
32 წლის გიორგი ჭელიძე ერთი წელია, რაც ქართულ ფაშისტურ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. ძნელი სათქმელია, მთავარი გავლენა იმ ფაქტორმა მოახდინა თუ უბრალოდ შემთხვევითი დამთხვევაა, რომ ის და მსოფლიო ფაშიზმის ფუძემდებელი მუსოლინი ერთ დღეს არიან დაბადებული, მაგრამ ფაქტია, რომ გიორგი და მისი მიმდევრები მუსოლინის კვალს მიჰყვებიან. ქართულ ორგანიზაციას, რომელსაც ქალებიც შეუერთდნენ, წესდება, იერარქია, მილიტარისტული პროპაგანდა, რასისტული განცხადებები და ის წესები აქვს, რაც მსოფლიო ფაშიზმს და დარღვევის შემთხვევაში, მკაცრად ისჯება. ფაშისტური მისალმება, „ფიურერები“, სათათბირო დარბაზი და ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, დიდი ბიჭების პატარა თამაშს ჰგავს, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ეს თამაში, დროის შემდეგ მიზანთან აუცილებლად მივა.
http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268453070