თქვენ თუ თვლით ბატონო მიხეილ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ხელისუფლება, რომელიც არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, რატომ არ გადადექით მაღალი თანამდებობიდან, რომელიც გეკავათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, - ასე მიმართა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, ჯანელიძე იმ პერიოდში ეკონომიკის მინისტრის, ვერა ქობალიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„თქვენ თუ თვლით ბატონო მიხეილ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ხელისუფლება, რომელიც არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა და ფეხქვეშ ითელებოდა დემოკრატია, რატომ არ გადადექით მაღალი თანამდებობიდან, რომელიც გეკავათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. მე ვიღებ სრულად პასუხიხმგებლობას იმ რეფორმებზე და იმ შეცდომებზე, რაც იმ პერიოდში იყო, თუმცა არასდროს მეკავა თქვენზე მაღალი თანამდებობა. თქვენ ბრძანდებოდით ქალბატონი ვერა ქობალიას მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მაინტერესებს, ხვალ რომ შეიცვალოს ხელისუფლება, თქვენი მოადგილე რომ გახდეს მინისტრი ახალ მთავრობაში, გამოვიდეს ამ ტრიბუნასთან და ისაუბროს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო არადემოკრატიული, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, ჩათვლით თუ არა, რომ ეს არის სწორი საქციელი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...n-gekavath.html