ვინაიდან ყველაზე მეტი ფეხბურთის მოყვარული/მოთამაშე ფორუმელი ამ თემაში იკრიბება, გადავწყვიტე ეს თემა აქ გამეხსნა, იმედია მოდერაცია წინააღმდეგი არაა

Neymar Jr's Five გლობალური ჩემპიონატია პროფესიონალი და მოყვარული ფეხბურთელებისთვის. წელს პირველად ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს საქართველოც!
შესარჩევი თამაშები გაიმართება: თელავში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისში.
საქართველოს საუკეთესო გუნდები ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს 16 ივნისს, თბილისში დაუპირისპირდებიან!
გამარჯვებული გუნდი კი, 21 ივლისს მონაწილეობას მიიღებს Neymar Jr’s Five-ს მსოფლიო ფინალში, ბრაზილიაში.
მონაწილეობის წესები:
⚽ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 5-7 კაციან გუნდებს, 16-დან 25 წლამდე მოთამაშეებით.
თითოეულ გუნდში მხოლოდ ორი 25 წელზე დიდი მოთამაშე დაიშვება.
⚽თამაში გრძელდება 10 წუთი
⚽გუნდებს არ ჰყავთ მეკარე;
⚽თითოეულ გაშვებულ გოლზე გუნდს აკლდება ერთი მოთამაშე;
თუ თვლი, რომ ხარ სწრაფი, გაქვს ტექნიკა და ძალიან გიყვარს ფეხბურთი, მაშინ დაიწყე გუნდის შექმნა!
რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე:
https://www.neymarjrsfive.com/ka/GE
This post has been edited by tornike-404 on 16 May 2018, 17:46
Ferrari is scaled down version of God, Porsche is jumped up version of VW Beatle
We don`t sell a car we sell a dream © Luca di Montezemolo
ბუმბერაზი კლასიკოსები
Squadra Azzurra
მენეჯერობა მურტალი რამეა © რასტრელი