#52721328 · 15 May 2018, 18:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ჩამოვაყალიბებ
ტურისტულ ადგილებში შეიქმნას სპეციალური ზონები, სადაც მხოლოდ უცხოელებს შეეძლებათ შესვლა და მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველანაირი ტიპის ლეგალური უმაღლესი ხარისხის მქონე ნარკოტიკი. ამით მოვიზიდავთ მილიონობით ტურისტს რეგიონიდან და მთელი მსოფლიოდან.
"ნარკოზონის" შესასვლელიდან ნარკოტიკების გამოტანა იქნება აკრძალული და შესვლა-გამოსვლაზე ისეთი კონტროლი იქნება, როგორიც აეროპორტებშია. ამით თავიდან ავირიდებთ ნარკოტიკების გავრცელებას ჩვენს მოსახლეობაში.
ასეთი ზონები უნდა იყოს ქალაქგარეთ, რათა იქიდან გამოსულმა ჩაკაიფებულმა ხალხმა მოსახლეობა არ შეაწუხოს.
ზონაში იქნება სასტუმროები, კლუბები, ბარები, დიდი ეზო, პარკი და ა.შ. ყველანაირი გარემო ყველანაირი ნარკოტიკისთვის. უცხოელები გაიჩხერენ, გადაყლაპავენ, მოწევენ და შეიყნოსავენ რასაც უნდათ, ჩვენ კი მილიარდებს დაგვიტოვებენ.
დაწერეთ შენიშვნები
This post has been edited by androabuladze on 15 May 2018, 19:11
|