#52714763 · 14 May 2018, 19:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაყოფა (და შესაბამისად დაპირისპირება) ძირითადად პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა- ზვიადისტები პუტჩისტების წინააღმდეგ, მიშისტები გრეჩიხისტების წინააღმდეგ, ბიძინისტები მიშისტების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ქვეყანაში თუ ცალკეულ ჯგუფების (გარემოსდამცველები, მემარცხენე ახალგაზრდობა) მიერ მოწყობილ რამდენიმე აქციას არ ჩავთვლით არ ყოფილა სხვა სახის ფართომაშტაბიანი გამოსვლები. მაგალითად არ გვახსოვს ფართომაშტაბიანი გამოსვლები ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით და ა.შ.
ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა რომ საზოგადოებაში თანდათანობით სხვა სახის (არაპოლიტიკური) დაყოფა ჩნდება - მსოფლმხედველობითი და ღირებულებითი. გამოიკვეთა რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გარკვეულ წილად ფუნდამენტური სახის მსოფლმხედველობით გამოირჩევა რომლისთვისას განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები თუ ცხოვრების სტილი სრულიად მიუღებელია და საჭიროებს არა მხოლოდ სიტყვით დაგმობას არამედ ფიზიკურ ზემოქმედებას კი. მეორე მხრივ კი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ( ძირითადად ახალგაზრდობა) მოითხოვს უფრო მეტ ინდივიდუალურ თავისუფლებას, შესაძლებლობას რომ იცხოვროს ისე როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. ამ ორ ჯგუფს შორის ძალიან დიდი მსოფლმხედველობითი განსხვავებაა და ბოლო დღეების მოვლენების შემდეგ მათი პოზიციები კიდევ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს და ამ ეტაპისთვის დიალოგის თუ ურთიერთგაგების შესაძლებლობა თითქმის ამოწურულია.
სად არის გამოსავალი? გამოსავალი ერთია და ეს არის ხელისუფლების ძირითადი გამოწვევა- სანამ ამ ორ ჯგუფს შორის რაიმე სახის დიალოგი და თანაარსებობა შესაძლებლებელი გახდება, არ უნდა დაუშვას მათ შორის ფართო სახის დაპირისპირება. უნდა მოხდეს მათი ერთმანეთისგან იზოლირება და გადაკვეთის წერტილების მინიმუმამდე დაყვანა. ამავე დროს უნდა გაიშალოს ფართო სახის საგანამანათლებო/საინფორმაციო კამპანია სადაც ხაზსგასმული იქნება რომ 1) ეს ქვეყანა ყველასთვის საერთოა და ადამიანებს უფლება ააქვთ იყვნენ განსხვავებულები 2) ჯგუფებს შორის ურთიერთობა მხოლოდ მშვიდობიანი თანაარსებობით გზით უნდა მოხდეს ; და 3) ჯგუფებს შორის დიალოგი ( თუ ასეთის სურვილი ექნებათ) უნდა მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი ნორმების დაცვით.
This post has been edited by Sophist on 14 May 2018, 19:51
--------------------
Man is the measure of all things: of things which are, that they are, and of things which are not, that they are not...
|