#59480192 · 5 Aug 2022, 09:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაუშვათ, რომ რუსეთმა საქართველოს ანექსია გადაწყვიტა, ვის რა რეაქცია ექნება?
ხელისუფლება - ხელისუფლებამ ყველა გადაიმტერა დასაველთში, ხალხში კი ლეგიტიმაცია და ავტორიტეტი აქვს მიზერული. ჩრდილოვან მმართველს ქვეყანა ჯიბეში უდევს შესაბამსიად უბრალო ტიპს ძალიან ცოტას აქვს იმის განცდა არ აქვს რომ ეს ქვეყანა მართლაც მისია. ხელისუფლების ოფიციალური საგარეო პოლიტიკა სიმხდალე და საკუთარი ხალხის ომით დაშინებაა. შესაბამისად ქვეყნის დაცვისათვის არც ფსიქოლოგიურად, არც საგარეო პოლიტიკური კავშირებით და არც საქმით ბევრი არაფერი კეთდება და პირიქით, ხალხის მომზადება ხდება რომ ქართველები ჩმორები და მხდალები არიან და რუსებს უნდა გაუწვნენ. მთავარსარდალი ამბობს, რომ ჩვენ ჯარი არ გვყავს და არც გვეყოლება. ხელისუფლებაში არ არსებობს ლიდერი, რომელიც ქვეყნის თავდაცვის ან პასუხისმგებლობა ექნება ან საზოგადოების მობილიზების საშუალება. შესაბამისად ქვეყანა ვინ უნდა დაიცვას?
ხალხი - ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსების ან რუსეთის გავლით შოულობს ფულს. მათ დამოუკიდებელ ქვეყანას ორბელიანის ქვეყანა ურჩევნიათ, რომელშიც მეფის სამსახურში ყოფნა კარგი იყო. ან საბჭოთა რუსეთში ცხოვრება უნდათ, სადაც რასაც მოიპარავდი შენ გრჩებოდა. ხალხის იმ ნაწილს, რომელსაც პატრიოტული სულისკვეთება აქვთ და ქვეყნისათვის კარგი მომაავლი სურთ ისინი მარგინალიზებულები არიან. სიტყვა "პატრიოტი" დღეს ქვეყნის შიგნით ქვეყნის მოძულეებს აქვთ მითვისებული თან. ქვეყნის მრავალი ღირსეული მოქალაქე ქვეყნიდანაა წასული - ზოგიც სასწავლებლად ზოგიც რთულ საშოვარზე. ხოლო შეგონება ისეთია, რომ ყველა ეუბნება აქ აღარ დაბრუნდეთო. ვინც აქ არიან და უსამართლობისა და შიმშილის ჩექმა ადევთ ყელზე და სიღარიბის ზღვარზე ან მის ქვემოთ არიან, ბევრ მათგანს დასაკარგი და შესაბამისად დასაცველიც აღარაფერი აქვს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება იმასაც ფიქრობდეს ასეთი დედამოდღნული ქვეყანა რომ გვაქვს ამაზე უარესი რუსეთი იქნება კიო? ამასთან, უბრალო ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს დღეს არც ახალგორის ტანჯული ქართველობა ახსოვს და არც გალის. საოცრად არასოლიდარული მდგომარეობაა ქვეყანაში. ახალგაზრდების ნაწილს ან საერთოდ კიდია და წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება ქვეყნის ირგვლივ ან ნიჰილისტურად არიან განწყობილები ყველაფერთან მიმართებით.
დასავლეთი - დასავლეთი (ბრიტანეთის გარდა), რომელიც უკრაინის ოკუპაციისათვის იყო მზად იარაღსაც კი არ აწვდიდა კიევს. ახლა სანქციებს ადებს რუსეთს და გარკვეულ იარაღს აწვდის უკრაინას. თუმცა ზოგადად, საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური წესრიგი რუსეთმა დაარღვია და ჯერ კიდევ დედა არ აქვს მოდღნული მოსკოვს. ამ ფონზე თუკი პატარა საქართველოს დაკავება რომ სცადოს რუსეთმა რა დამატებით სანქციებს დაუწესებს რუსეთს დასავლეთი რაც ახლა არ აქვს? ალბათ ვერც ვერაფერს. პირდაპირი სამხედრო აქტი არც ახლა გნუხორციელებია უკრაინის დასახმარებლად და საქართველოსათვის კიდევ უფრო ნაკლები შანსია განახორციელოს. იარაღს მოგაწვდის მაშინ, თუკი თავს დაიცავ ისე, როგორც უკრაინა იცავს თავს, მაგრამ არსებული ოკუპაციისა და შესაბამისად ნელი იტენსივობის ომში ყოფნის პირობებშიც კი ხელისუფლების მხრიდან ჩაჯმული ჩმორიკები გამოდიან და გაჰკივიან აბა ომი გინდათო.
ხოდა ამ ფონზე რუსეთის კეთილი ნების იმედად უნდა ვიყოთ?
This post has been edited by Captain Cassius Calhoun on 5 Aug 2022, 09:08
--------------------
არ დავივიწყოთ ქართველთა გენოციდი გაგრაში! ქოცი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი! მალე ვიხილავთ დაჩოქებულ და განადგურებულ რუსეთს. რუსეთი და მისი ყველა მოკავშირე ანტი-ქრისტიანული ძალა და ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის მტერია. ყველა პრო-რუსი დამონებული თეიმურაზ ხევისთავია.
|