საკონსტიტუციო სასამართლო 2018 წელს აჯამებს. მოსამართლეები სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო სექტორს, დონორ ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და მედიას გასული წლის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს აცნობენ.
გახმაურებულ საქმეებს შორის მოხვდა მარიხუანას პირად მოხმარებაზე ყველა ტიპის სანქციის გაუქმება. ასევე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საგადასახადო პრივილეგიების გაუქმება. 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ სულ 64 საქმეზე დაასრულა სამართალწარმოება. ყველაზე ხშირად სარჩელები კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევას ეხებოდა.
სასამართლოში გასულ წელს 95 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება დარეგისტრირდა. 74 შემთხვევაში სარჩელის ავტორი ფიზიკურ პირი იყო.
სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გახსნა. ზაზა თავაძემ შეხვედრაში მონაწილე მხარეებს და დონორ ორგანიზაციებს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
სამუშაო შეხვედრაზე სასამართლოს ინსტიტუციური განვითარების საკითხებიც განიხილეს.
წყარო:
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/95982/sa...archeli-shevida---------------------------------------------
თუ ამ 74 პირის უკან რაიმე პოლიტიკური ჯგუფი ან პირები არ დგანან მაშინ ძალიან კარგია. იმედია 2019 წელს უმფრო და უმფრო მეტი სარჩელი შევა. ბოლო ბოლო საქმე ხო უნდა ქონდეთ საკუში
This post has been edited by აბლაბუდა1935 on 9 Feb 2019, 16:16