ჩემი მოსაზრებები მაქვს რომ დადგმული სპექტაკლი იყო რას წინა დღეებში ვნახეთ.
პოლიციამ ისე დაარბია ბასიანი რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არაფერი არ დაულეწიათ.
მერე მოეწყო მიტინგი, რომელიც ბიბისიმაც კი პოზიტიურად გააშუქა.
მერე გამოჩნდა ექსტრემისტი ალტერნატიული მიტინგის გამმართავი ბრბო.
ხალხის აგრესიამ განსხვავებული ადამიანებისგან გადაინაცვლა ალტერნატიული აქციის წევრებისკენ.
მერე უპრეცედენტო რამ მოხდა - შს მინისტრი ხალხთან გამოვიდა მიტინგზე, ბოდიში მოიხადა, დაპირებები მისცა და მშვიდად დაშალა აქცია.
მთავარი მიზანი მიღწეულია.
უკვე რეალური ნაბიჯები გადაიდგმება ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
შს მინისტრი ჯიგარი გამოჩნდა, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, ყველა მხარისგან (პოლიტიკური ოპოზიციის გარდა).
პოლიციის რეპუტაცია აღდგა.
ნარკოპოლიტიკაზე პირდაპირ შეიძლება უფრთხოდნენ ასეთ ცვლილებებს და ეხლა მიზეზი აქვთ, ხელისუფლებამ პირობა დადო და სისხლისღვრა აიცილა მაგ დაპირებით.
ბასიანს მაგარი რეკლამა გაუკეთდა, მსოფლიოს ქვეყნებიდან პოსტავენ რომ გვერდში უდგანან თბილისურ კლუბს.
ბიბისიზე და სხვა ელექტრონული მუსიკის გვერდებზე გავიდა სიუჟეტები უძერსკესი პოლიტიკური აქციიდან.
ამ ბექა წიქარიშვილს რო აგინებენ, დააჩმორესო, ვინ დააჩმორა.
შედეგი დადო ტიპმა.
მაგ "თეთრი ხმაურის მოძრაობას" რეალური ცვლილება უნდოდა ნარკოპოლიტიკის და მაგისთვის იბრძოდა, პრემიერ მინისტრი ან შს მინისტრი რომელი სუბიექტი იქნებოდა რა მნიშვნელობა აქვს.
და მიაღწიეს თავისას.
მე, ნარკოპოლიტიკის ცვლილებაში რიგითი მომხრე, კმაყოფილი ვარ.
ნარკოპოლიტიკის ცვლილება, მარიხუანას ლეგალიზაცია იყო და არის ჩემი სურვილი და არა ის, პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილი ერქმევა თუ დავით სერგეენკო ან სხვა.
იმედია მალე მოხდება მარიხუანას ლეგალიზაცია, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის ფიზიკურად და ფინანსურად და ამ იაფ, გაურკვეველ სინთეტიკურ მოსაწევებს შეეშვებიან.
ხო, ერთი საინტერესო ფაქტი.
კლუბ ბასიანში არცთუ იშვიათად დავდივარ და საიტზე ყოველთვის მინიმუმ ერთი თვის ივენთები არის ხოლმე დადებული, სადაც შეგიძლია წინასწარ იყიდო ბილეთი.
და ერთი თვით ადრე კი არა, ამ პარასკევსაც კი მხოლოდ პარასკევის ივენთი იყო ბასიანზე, რომელიც დაარბიეს.
მეტი ივენთი არ ყოფილა დაანონსებული, არ გაყიდულა ბილეთი, არ მოლაპარაკებიან უცხოელ DJ-ებს ჩამოსვლაზე.
თითქოს იცოდნენ რაც მოხდებოდა

ძალიან კმაყოფილი ვარ.
მეტი ესეთი სპექტაკლი დაიდოს.
ავის მოსურნეების გულის გასახეთქად, მშვიდად და კარგი შედეგებით რომ დამთავრდება.
ბიძო მაგარია <3
ბერამ სიმღერა დაწერა, მოასმენინა მამიკოს და მამიკომაც ისეთი სიტუაცია შექმნა რომ მოგვწონებოდა
Mens sana in corpore sano...