#52724060 · 16 May 2018, 04:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ იყო ფორუმსა და თამაზ ელიზბარაშვილს შორის გაუგებრობა იყო გადაცდომები ორივე მხრიდან, მაგრამ ორივე მხარე მიხვდა ამას და ბოლო მოეღო ამ უაზრო ღადაობებს.
მაგრამ არც ერთხელ არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა რომ თავშესაფრის დახურვამდე მისულიყო საქმე და მოდი ამაზე ყველა შევთანხმდეთ რომ ნიტოშტო თბილისში, საქართველოშიც არ არის მსგავსი თავშესაფარი. და იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ეს კაცი არაა ვალდებული მარტომ აკეთოს ეს საქმე და რეალურად მხოლოდ კეთილი ნების გამო უვლის ამდენ ცხოველს. მე პირადად მიყვარს ცხოველები და ჩემთან ერთად, ისიც კი ვისაც არ უყვარს ცხოველები აღიარებს იმას რომ მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს თამაზი.
შეიძლება 2 კვირის წინ , ორივე მხარე ცუდად მოვიხსენიებდით ერთმანეთს, მაგრამ რეალურად ბოროტული განზრახვები არ ჰქონია არც ერთ მხარეს ახლა კი საქმე თავშესაფარს და ცხოველებს ეხება, დროა გავერთიანდეთ მართლა ბოროტი განზრახვის მქონდე ტიპების წინააღმდეგ, გადავდოთ გვერდზე ვირტუალური წყენა და მხარში დავუდგეთ ამ კაცს.
მოკლედ არ დანებდე, ერთი-ორმა არასწორმა ღადაობამ წყობიდან არ გამოგიყვანოს, და გააგრძელე მაგ კეთილი საქმის კეთება. შენს გვერდით გვიგულე!
P.S მივმართავ იმ ადამიანებს, თუ ისინიც ფორუმელები არიან, რომ უკვე მართლა ძალიან უაზროდ და ###ურად ღადაობთ გაჩერდით ტო, უკვე მართლა მეტისტმეტია.
--------------------
violent by design
|