СAФO
♥ Love Without Borders ♥

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2412
წევრი No.: 160840
რეგისტრ.: 3-February 13
|
#52725393 · 16 May 2018, 12:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GoldenSky
| QUOTE | | და ეს ახლაც ასეა ? მარიხუანის მოხმარებისთვის ამერიკაში იჭერენ ? |
ავსტრალია
შტატების მიხედვით, კანონმდებლობაც სხვადასხვანაირად განმარტავს მარიხუანას მოხმარებას. დასავლეთ ავსტრალიაში დაშვებულია ორი ძირი მცენარის გამოყვანა - მეტზე ჯარიმაა. ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში ნებადართულია 25 გრამის ქონა, სამხრეთ ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსსა და ტასმანიაში ჰაშიშის ქონა სერიოზულ დანაშაულად ითვლება.
არგენტინა
2009 წლის აგვისტოში არგენტინის უმაღლესმა სასამართლომ მცირე ოდენობით მარიხუანას შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულთა სიიდან ამოიღო.
ბელგია
1998 წელს მარიხუანა მსუბუქ ნარკოტიკებს მიაკუთვნეს და კანონით მისი მომხმარებელი მინიმალურად იდევნებოდა, 2003 წელს კი პარლამენტის გადაწყვეტილებით, მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მოხდა.
სრულწლოვანებისთვის მისი მოხმარება ერთ-ერთ უმნიშვნელო სამართალდარღვევად არის მიჩნეული, ამასთანავე, თუკი მისი ზემოქმედების დროს რაიმე სახის სამართალდარღვევა მოხდება, დანაშაული დასჯადია, ისევე, როგორც სამ გრამზე მეტი მსუბუქი ნარკოტიკის შენახვა და გავრცელება. ასევე ნებადართულია მარიხუანას სამედიცინო დანიშნულებისთვის გამოყენება.
დიდი ბრიტანეთი
მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლიდან მცირე ოდენობის ქონა მოხმარების მიზნით ნებადართულია, მძიმე დანაშაულად ითვლება მისი მოხმარება ბავშვების თანდასწრებით.
გერმანია
სამედიცინო კანაბისის მცირე ოდენობით შენახვა, სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე სხვადასხვანაირად რეგულირდება. უმეტეს შემთხვევაში, 5 გრამამდე მარიხუანას ქონა არ ისჯება კანონით. 2007 წლიდან კი გარკვეულ პაციენტებს სამედიცინო დანიშნულებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოებიდან სპეციალური ნებართვა აქვთ სამედიცინო მარიხუანას მოხმარებისთვის.
კანადა
2001 წლიდან, სამედიცინო დანიშნულებისთვის მარიხუანას მოწევა ნებადართულია. ექიმისა და სამართალდამცავი ორგანოებიდან ნებართვის შემდეგ პაციენტს შეუძლია სახლში მოიყვანოს და მოწიოს კანაფი. ნებართვა ეძლევათ მძიმე ონკოპაციენტებს, ასევე შიდსით, ართრიტით და გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს.
მექსიკა
2009 წლიდან, დაშვებულია 2 გრამი ოპიუმის, 50 მილიგრამი ჰეროინის, 5 გრამი მარიხუანას, 500 მილიგრამი კოკაინის, 40 გრამი მეტამფიტამინის და 0,015 მილიგრამი LCD-ს ქონა. იმ ადამიანების დაკავებისას, რომლებიც მომხმარებლები არიან, სახელმწიფო აქვს პროფილაქტიკური პროგრამა, რაც გამოიხატება იმაში, რომ სთავაზებენ ნებაყოფლობით უფასო მკურნალობას ნარკოდამოკიდებულებაზე.
ნიდარლანდები
ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, სადაც ოფიციალურად „მსუბუქი“ და „მძიმე“ ნარკოტიკების ცნება არსებობს. 30 გრამამდე მსუბუქი ნარკოტიკი არ ისჯება კანონით, ამასთანავე ნებისმიერი ოდენობის „მძიმე“ ნარკოტიკის მოხმარება სასტიკად ისჯება კანონით.
ნიდერლანდების დიდი ქალაქებში ოფიციალურად გახსნილია კაფეშოპები, რომლებსაც სპეციალური ნებართვა აქვთ და ყიდიან მსუბუქი ნარკოტიკებს, მათ შორის არის ჰალუცინოგენური სოკოები.
აშშ
აშშ-ს ფედერალური მთავრობა არ აღიარებს არანაირ მიზეზს, რომლის გამოც ნარკოტიკების მოხმარებას საპატიოდ გამოაცხადებდა. ამასთავანე, 1996 წელს ალიასკამ, კალიფორნიამ, კოლორადომ, ევადამ, ორეგონმა და ვაშინგტონმა მიიღეს კანონი მკურნალობის მიზნით მარიხუანას მოხმარებაზე. აშშ-ს ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა რეკომენდაცია გაუწია გარკვეულ დაავადებებზე ნება დაერთოთ მარიხუანას მოხმარება.
ჩეხეთი
2010 წლის იანვრიდან ჩეხეთში ნებადართულია 15 გრამი მარიხუანას, 5 გრამი ჰაშიშის, 1,5 გრამი ჰეროინის, ერთი გრამი კოკაინის და 2 გრამი პერვიტინის ქონა.
შვეიცარია
2008 წელს რეფერენდუმზე შვეიცარიელების 68%-მა ხმა მისცა იმას, რომ ნარკომანებზე ოფიციალურად რეცეპტით გაიცეს ჰეროინი. პარალელურად რეფერენდუმზე გაიტანეს მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხი, რომელსაც მხოლოდ 36,6 %-მა შვეიცარიელებმა მისცეს ხმა.
ლუქსემბურგში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იამაიკაზე მარიხუანას მოხმარება არ ისჯება კანონით.
--------------------
♥ მარტოხელა, მარტოსული, უკარება, მაცდური, სტერვა, იზვრაშენკა, პუწკუნა, ფუმფულა, ბისექსუალკა ყინულის დედოფალი.© მე
♥”როცა გრძნობ, რომ ვინმე გაკრიტიკებს, გაიხსენე, რომ იმ ხალხს არასოდეს არ ჰქონია ის უპირატესობები, რომლებიც შენ გქონდა”
♥”მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა”
|