„ჟურნალისტები ბევრ რამეს იგონებენ“ - მარშანია ჯიოევის განცხადებას ეთანხმება და ტატუნაშვილის წამებას ეჭქვეშ აყენებს
2018-05-16 12:13:00
„პარტიოტთა ალიანსი“ რუსეთში გაემგზავრა. როგორც ადა მარშანია აცხადებს, მნიშვნელოვანია კრემლთან მოლაპარაკებები გამართონ მიმდინარე მოვლენებზე.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, არჩილ ტატუნაშვილის წამების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტების გამოგონილი იყოს.
„ჩვენ მივიდივართ მოსკოვში ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ და ვაპირებთ ამ საზარელ მკვლელობაზე საუბარს. გვინდა, მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია მოვიპოვოთ მომხდარის შესახებ რამდენადაც გამოგვივა. ის, რომ ჟურნალისტები ბევრ რამეს იგონებენ ფაქტია. ამ საზარელი მკვლელობის ირგვლივ ბევრი საზარელი ინფორმაცია ვრცელდება. ყველაზე საჭირბოროტო და ტრაგიკულ საკითხებზე ვიასაუბროთ და შევაჩეროთ“ - განაცხადა ადა მარშანიამ.
http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=173071