ზიმბაბვეს ჯანდაცვის მინისტრმა ჩინეთში დამზადებული პრეზერვატივები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩინური პრეზერვატივები ძალიან პატარაა.
ამის შესახებ დებიდ პარირენიატვამ გასულ კვირას, აივ-ინფექციების თემზე გამართულ კონცერენციაზე განაცხადა.
“სამხრეთ აფრიკის რეგიონში აივ ინფექციების ყველაზე ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, ამიტომაც მოვუწოდებთ კონტრაცეპტივების გამოყენებისკენ. ჩვენ პრეზერვატივები ჩინეთიდან შემოგვაქვს და მამაკაცები ჩივიან, რომ ის ძალიან პატარაა“, – განაცხადა ზიმბაბვეს ჯანდაცვის მინისტრმა.
მინისტრის განცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნულს გაითვალისწინებს.
http://2020news.ge/2018/03/22/%e1%83%a9%e1...3%98-%e1%83%a9/