ჰმ
გაგონილის რა მოგასხენოთ მარა ჩემ ნამოქმედარს მოგიყვებით.
როგორც მოგეხსენებათ ძალიან სუსტი და ფაქიზი არსება ვარ 

ხოდა გრილ დღეებში ხელები სასტიკად მეყინება ხოლმე.
ერთხელაც რაჭაში (რაჭველიც კი ვარ 

 ) ვისვენებ და ღამე ჩემი ნათესავი გოგო ატყდა გინდა თუ არა სასაფლაოზე წავიდეთ სასეირნოთო. ნუ რამოდენიმე ადამიანი დეეთანხმა. მეთქი წადით თავი დამანებეთ მეზარება მეთქი.
კი არ გეზარება გეშინიაო. მეთქი მეზარება სიარული და არ წამოვალ მეთქი. არა გეშინიაო.
კაი წავიდეთ და ვის შეეშინდება განახებ მეთქი და წავედით.
ღამეა უმთვარო. თან ზუსტად ის დროა როცა ბოროტი ძალები აქტიურობას იწყებენ, ანუ 00.00.
ამ დროს კი როცა ცოტა გეშინია ეგეთ ადგილზე სიარულის ცდილობ ხალხის ჯგუფის თავში ან ბოლოში ვერ მოექცე რათა უფრო დაცულად იგრძნო თავი.
ჰოდა ეს ჩვენი გოგუშკაც რომელიც მეუბნეოდა რო მე მეშინოდა მიდის ჩემს წინ. მე ბოლო ვარ და ამათ მივყვები უკან. საფლავები ახლო ახლოა და ფრთხილად უნდა იარო რო ფეხი არაფერს წამოკრა და არ წეიქცე.
გრილი საღამო იცის რაჭაში, ანუ საკმაოდ ცივი. ხელები გამეთოშა. ეს ჩვენი უშიშარი გოგუშკა კიდო ცემს წინ მიაბიჯებს თავდაჯერებულად.
ბნელა სასტიკად და ისეთი სიჩუმეა ირგვლივ რო კაის არაფერს არ უნდა ელოდო. ჩამკვდარია ყველაფერი. სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი ფეხის ხმა არღვევს.
იცებ ბოროტმა აზრმა გამკრა თავში.
დავიღუნე ამ ჩვენს უშიშარ გოგუშკას ფეხის კოჭთან ეს გაყინული ხელი მოვკიდე.
მოულოდნელად სიჩუმე ცივმა, სულის შემავიწროებელმა და განწირულმა კივილმა გაკვეთა და შორს მთებში გაიჭრა და ექომაც არ დააყოვნა.
რამის ხელში ჩამაკვდა სუნელი გოგო
1 კვირა მოსაკლავად დამდევდა
არ ჯობდა ისევ დამზარებოდა და არ წევეყვანე?  

(ჩემთან ხუმრობა შენ არ გაგივა
მალე გეცვლება წითელი ფერი)