ორი თვის წინ განაცხადა, რომ პარტია “დემოკრატიულ მოძრაობას” ტოვებს, პოლიტიკაში შესვენებას იღებს და სამოქალაქო სექტორში გადადის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რამდენიმე დღით ადრე ლორთქიფანიძე
. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ცენტრის ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზეც. ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის
.
სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა,
, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის
.
"პრიმაკოვის ცენტრი" აფინანსებს რუსული ენის უფასო კურსებს საქართველოში, ასევე, სპორტულ, კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებს. თუმცა, დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკიდან წასვლა და “ქართული მარშის” ლიდერად გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა პრიმაკოვის ფონდში მის დირექტორად დანიშვნას და აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის.
„ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ერთ-ერთმა წევრმა ნატალია წერეთელმა 2013 წელს პარტია “თავისუფალ საქართველოს” ჯამში 1 228 ლარი შესწირა. “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავაა. 2017 წელს დემოკრატიულმა მოძრაობამ (ნინო ბურჯანაძე) და თავისუფალმა საქართველომ (კახა კუკავა) საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინეს.
პრიმაკოვის ფონდში დიმიტრი ლორთქიფანიძემ დირექტორის პოზიციაზე ურუზმაგ ქარქუსოვი ჩაანაცვლა, რომელიც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი იყო. ურუზმაგ ქარქუსოვი 2007 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს. ურუზმაგ ქარქუსოვი მაშინ აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდა. მისი მეუღლე, ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წელს “ქართული ოცნების” სიით პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი და ურუზმაგ ქარქუსოვი “ჩვენები-სახალხო პარტიის” სიით იყრიდნენ კენჭს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულია კიდევ ერთი ადამიანი, ბეჟან ხურციძე. ის გარდაცვლილია, თუმცა დღემდე ფონდის დამაარსებელი ქართული ორგანიზაციის “საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტის” დირექტორადაა მითითებული. ის არაერთხელ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სხვადასხვა პარტიიდან. 1992-1995 წლებში ის ვანის მაჟორიტარის სტატუსით იკავებდა პარლამენტში პოზიციას. 1999-2004 წლებში საკანონმდებლო ორგანოში ბლოკ “საქართველოს აღორძინების” პარტიული სიით მოხვდა. ამის შემდეგ ხურციძე პარლამენტში (2004-2008) “ბურჯანაძე-დემოკრატების” მაჟორიტარი გახდა ვანიდან. 2008-2012 წლის პარლამენტში კი ის “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი იყო, ისევ ვანიდან. ნაციონალურმა მოძრაობამ ხურციძე 2012 წელს თავისი რიგებიდან გარიცხა. ის, როგორც “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული ღონისძიებებში, რომელსაც “გორჩაკოვის ფონდი” საქართველოში აწყობდა.
ბურჯანაძის პარტიის კიდევ ერთი წევრი, ბესო დანელია არის ნეონაცისტური მოძრაობის ახალი გაერთიანების სახე.
ზვიად ტომარაძე საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც ავტორი არაერთი სადავო კანონპროექტისა. პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ის ითხოვდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დასჯას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას. ერთ-ერთი საკანონმდებლო წინადადება კი აბორტის აკრძალვას ეხებოდა. სანდრო ბრეგაძესთან ერთად იმ საინიციატივო ჯგუფის წევრიც იყო, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგი სარეფერენდუმო შეკითხვის დასარეგისტრირებლად მიმართა: „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?”
ზვიად ტომარაძე თავადაც გახლავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მათ შორის: “ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტის”, “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე”-ს და “ერი და სახელმწიფოს”. “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე”-ს (ყოფილი “დემოგრაფიული განვითარების ფონდი”). მმართველობითი ორგანოს წევრები არიან მოდელი თამარ (თაკო) ჩხეიძე და ანზორ თოთაძე. ამავე ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე იყო თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე, რომელიც დღეისათვის ბიზნესმენ ლევან ვასაძის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია “საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” გამგეობის თავმჯდომარეა. გამგეობის სხვა წევრები არიან იგივე თამარ (თაკო) ჩხეიძე და ანზორ თოთაძე. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მხარდაჭერები ლევან ვასაძესთან ერთად არიან შიო მუჯირი (პატრიარქის თანამოსაყდრე), ბიზნესმენები ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზაზა ნიშნიანიძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და “პალიტრა მედიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა თევდორაშვილი. ფონდს მხარდაჭერა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გაუწია.
გურამ ქართველიშვილი იყო პროექტ “გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ავტორი და წამყვანი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა. ქართველიშვილი გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებით, რაც მის გვერდზე ატვირთულ ვიდეოში ნათლად ჩანს.
გურამ ფალავანდიშვილი - ტელეკომპანია “პალიტრანიუსზე” მიჰყავდა გადაცემა “ფალავანდიშვილთან”, რომელიც ხშირად გამოირჩეოდა ქსენოფობიურ-ჰომოფობიური ნარატივით. არასამთავრობო ორგანიზაციებმა “პალიტრა ნიუსის” თვითრეგულირების ორგანოსაც მიმართეს საჩივრით. გადაცემაში მოწვეული სტუმრები გამოირჩეოდნენ ჰომოფობიური განცხადებებით, ყველა მათგანი წარმოადგენდა ერთ პოზიციას, საგანი „მე და საზოგადოება" წარმოჩენილი იყო, როგორც „უზნეობის პროპაგანდა". საბოლოოდ დადგინდა მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა, გადაცემაში სიძულვილის ენის გამოყენება და დისკრიმინაცია.
ფალავანდიშვილის გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს შორის ხშირად იყვნენ დიმიტრი ლორთქიფანიძე, ზვიად ტომარაძე და ლევან ვასაძე. რაც შეეხება ახლადშექმნილი ერთობის კიდევ ერთ წევრს ლევან ჩხაიძეს, ის ფალავანდიშვილთან ერთად ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას - “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება”.
ნიკოლოზ მჟავანაძე ქართული მარშის იდეის აქტიური მხარდამჭერია. “მედიის განვითარების ფონდის” მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ ის ასევე ჰომოფობიურ განცხადებებს ავრცელებს.
რაც შეეხება ახალი გაერთიანების სხვა წევრებს გია კორკოტაშვილს, ლევან ჩაჩუას, კოკა მორგოშიასა და სანდრო ბრეგაძეს, მათი კავშირების შესახებ ინფორმაციას ქვემოთ შემოგთავაზებთ.
მოძრაობა „ეროვნულები“
სანდრო ბრეგაძე - მოძრაობა „ეროვნულების“ დამფუძნებელია. 2016 წლის თებერვლამდე, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა ჰომოფობიური განცხადებებით. 2004 წლამდე ასლან აბაშიძის პარტიის, “საქართველოს დემოკრატიული აღორძინების” წევრი იყო და მისი საარჩევნო ბლოკის სახელით წარმოდგენილი იყო პარლამენტში.
ბრეგაძეს 2011 წელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც პირობით სასჯელში ჩაეთვალა.
კახაბერ მიგინეიშვილი - მოძრაობა “ეროვნულების” კიდევ ერთი დამფუძნებელი, იმ საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა ზემოთ ნახსენები ქორწინების სტატუსის განმსაზღვრელი სარეფერენდუმო შეკითხვის დასარეგისტრირებლად. ცესკომ შეკითხვა არ დაარეგისტრირა.
ზურაბ ენუქიძე - მოძრაობის მესამე დამფუძნებელი პარტია “ქართული იდეის” შემომწირველია. პარტია 2014 წელს დაარსდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მისი სიის პირველი ნომერი იყო ლევან ჩაჩუა, ხოლო მეორე- სანდრო ბრეგაძე, რომელიც ასევე საბურთალოს მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ბრეგაძის ჰომოფობიური პლაკატების გამო, ცესკოსაც მიმართეს. ლევან ჩაჩუა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ერთად 2010 წელს ტელეკომპანია “კავკასიაში” შეჭრის გამო დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2012 წელს გათავისუფლდა პოლიტპატიმრის სტატუსით.
“ქართული იდეა” თავის მხრივ აქტიურად მონაწილეობდა 2017 წლის ივლისის “ქართველთა მარშის” ორგანიზებაში და ნაცისტურ ჯგუფებში საკმაოდ პოპულარული ფეისბუქ გვერდით ეწეოდა მარშის აქტიურ პოპულარიზაციას.
გიორგი გაბედავა - 2013 წელს შექმნილი “ლევან ჩაჩუას ფონდის” თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილეა. წესდების მიხედვით, საზოგადოების მიზანი “ქართული იდეის” კანდიდატის, ლევან ჩაჩუასთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა იყო.
გაბედავა რამდენჯერმე იყო დაკავებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მათ შორისაა, რამდენიმე დღის წინ კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” სპეცოპერაციის შემდეგ გამართული აქციის კონტრაქციაზე წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავება. ის ასევე თანამოაზრეებთან ერთად, 2016 წლის 18 ივნისს მისული იყო კლუბთან და ტერიტორიის დატოვება პოლიციის გამოჩენის შემდეგ მოუხდა.
გიორგი გაბედავა ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი იყო 2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი დემონსტრაციისა. გაბედავა გახლავთ ასევე “ეროვნული ფრონტის” ლიდერი, რომლის გამგეობის წევრები, მაგალითად გეგა ხვედელიძე, აგრესიული ჰომოფობიური და რასისტული განცხადებებით გამოირჩევიან. ხვედელიძე გახლავთ ასევე ქართული იდეის წევრიც.
გიორგი გაბედავა რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის ნათლული და პროდიუსერია. ის თებერვალში რუსეთში სცემეს და დაჭრეს.
“საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი” კიდევ ერთი ორგანიზაციაა, რომელთანაც კავშირი აქვს გაბედავას. ალიანსის მიზნებია:
http://www.transparency.ge/ge/blog/kartuli...cizmis-anatomia