შპს ალგომ დაიწყო შუქდიოდური ეკონომიური ნათურების წარმოება. - თეთრი - ცივი, თბილი და შერეული ნათების - საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის,
- წითელი, მწვანე, ლურჯი და ყვითელი - ინტერიერის გასაფორმებლად.
http://algo.ge/geo/products/algolighthttp://www.facebook.com/algo.algolight შუქდიოდური ნათურების უპირატესობები ვარვარების ნათურებთან შედარებით:
- ელექტროენერგიის ეკონომია 8-9-ჯერ;
- 25-ჯერ ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა;
- თვალისთვის სასიამოვნო ნათება - კომფორტული გარემო;
- შეკეთების შესაძლებლობა;




უკანასკნელი რამოდენიმე ათწლეული აღინიშნა ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების არნახული ტემპით. განსაკუთრებული გარღვევა მოხდა ნახევარგამტარული ტექნოლოგიების მიმართულებით. ნახევარგამტარების გარეშე დღეს წარმუდგენელია ადამიანის ყოფა - ინტერნეტი და კომპიუტერი, ტელევიზია და ტელევიზორი, საკომუნიკაციო ქსელები და მობილური ტელეფონი და ა.შ. - ყოველივე ეს ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ნახევარგამტარების უნიკალურმა თვისებებმა შესაძლებელი გახადა ინფორმაციული ტექნოლოგიების არნახული განვითარება, რამაც თავის მხრივ დააჩქარა პროგრესი უკლებლივ ყველა დარგში. ნახევარგამტარების მრავალ, არაჩვეულებრივ თვისებათა შორის არის ერთი განსაკუთრებული თვისება - ნათების უნარი, რამაც საფუძველი დაუდო მთელი დარგის გაჩენას და განვითარებას - ეს არის ოპტოელექტრონიკა. ოპტოელექტრონიკის ძირითადი პროდუქტია ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი შუქდიოდი, რომელიც სულ უფრო და უფრო იმკვიდრებს დამსახურებულად თავის ადგილს ყველა სფეროში. ეს არის სხვადასხვა ნახევარგამტარების საფუძველზე განსაკუთრებული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული ხელსაწყო, რომელიც მასში დენის გავლისას იწყებს ნათებას. თქვენ იკითხავთ რა არის ამაში გასაკვირი, ჩვეულებრივი ვარვარების ნათურაც ხომ ანათებს მასში დენის გავლისას? ყველაზე მთავარი სწორედ ის არის, რომ შუქდიოდის მიერ გამოსხივებულ სინათლეს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია.
უპირველესად მთავარი ისაა, რომ შუქდიოდის სინათლე "ცივია". ყველამ ვიცით, რომ დიდი ხნის ანთებულ ვარვარების ნათურას ხელს ვერ მოვკიდებთ - ის დაგვწვავს, ხოლო შუქდიოდს, რამდენ ხანსაც არ უნდა ენთოს იგი - შეგვიძლია თავისუფლად შევეხოთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვარვარების ნათურაში გამავალი დენის ენერგიის უმეტესი!!! ნაწილი იხარჯება არა ნათებაზე, არამედ სითბოს გამოყოფაზე, რაც არამცდაარამც არ არის ნათურის დანიშნულება. შუქდიოდში გამავალი დენიც იწვევს მისი კრისტალის გათბობას, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს მკვეთრად განსხვავებული სურათი - ვარვარების ნათურისგან განსხვავებით შუქდიოდში გამავალი დენის ენერგიის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გადაიქცევა სითბოდ, ხოლო უმეტესი ნაწილი ხმარდება სინათლის გამოსხივებას, ანუ ამ უნიკალური ხელსაწყოს პირდაპირ დანიშნულებას. აქედან გამომდინარეობს
შუქდიოდური ნათურების მაღალი ეკონომიურობა .
მეორე განსაკუთრებული თვისება მდგომარეობს სწორად შერჩეულ რეჟიმში მომუშავე შუქდიოდის დიდი ხნის სიცოცხლისუნარიანობაში. ვარვარების ნათურის მუშაობის ვადა არის მხოლოდ 1000 საათი, ხოლო
შუქდიოდურ ნათურებს შეუძლიათ იმუშაონ 25000-30000 საათი , რაც დაახლოებით 10 წელიწადს შეადგენს - აქ კომენტარი ზედმეტია.
სხვა ტიპის ეკონომიური - ლუმინესცენტური ნათურებისგან განსხვავებით (შეგახსენებთ რომ ისინი შეიცავენ ვერცხლისწყლის აირებს)
შუქდიოდური ნათურები აბსოლუტურად უვნებელია . გარდა ამისა ლუმინესცენტური ნათურები რეალურად მუშაობენ მხოლოდ 1-2 წლის განმავლობაში და შეკეთებას არ ექვემდებარებიან.
ყოველივე ამას ემატება ის, რომ შუქდიოდური ნათურის სინათლე თავისებური - მსუბუქი და სასიამოვნოა, და მათი გამოყენებით განათებული
გარემო გაცილებით უფრო კომფორტულია .
და ბოლოს - ჩვენი შუქდიოდური ნათურების კონსტრუქცია იძლევა საჭიროების შემთხვევაში მათი
შეკეთების შესაძლებლობას , რაც ყოველივე ზემოთქმულთან ერთად ამართლებს მათ დღესდღეობით ერთი შეხედვით შედარებით მაღალ ფასს, თუმცაღა ფასისდა მიუხედავადაც შუდიოდური ნათურა ეკონომიურად ფრიად გამართლებულია. ჩვენ მიჩვეული ვართ იმ აზრს, რომ ჩვეულებრივ ნათურა ძალიან მალე გამოდის მწყობრიდან, ამასთან ერთჯერადი ნივთია და ყოველი ნათურის გადაწვის შემდეგ უნდა ვიყიდოთ ახალი. შუქდიოდური ნათურა მოითხოვს სხვაგვარ შეხედულებას, მაგალითად ტელევიზორიც ხომ ძვირი ნივთია, მაგრამ ჩვენ მას ვყიდულობთ მრავალი წლის გათვლით, და დაზიანების შემთხვევაში კი არ ვაგდებთ, არამედ მიგვაქვს სახელოსნოში შესაკეთებლად. ამგვარი მიდგომა იქნებოდა სამართლიანი შუქდიოდური ნათურების მიმართაც. ერთმა ნათურამ უნდა იმუშაოს საშუალოდ 10 წელი, და ამ ხნის განმავლობაში უნდა დაგიზოგოთ 200-300 ლარის ელექტროენერგია. გაამრავლეთ ეს რიცხვი ნათურების რაოდენობაზე, რომლებიც სახლში გაქვთ და დარწმუნდებით, რომ
ეს ნამდვილად სერიოზული დანაზოგია . ამ ფონზე შუქდიოდური ნათურების დღევანდელი ფასი აღარ მოგვეჩვენება ისეთი მაღალი როგორც ნათურისადმი ტრადიციული მიდგომის შემთხვევაში.
ამჟამად წარმოებაშია ხუთი მოდიფიკაცია, განსხვავებული კონსტრუქციით, ზომებით, სიკაშკაშით და მოხმარებული სიმძლავრით. თითოეული მოდიფიკაცია წარმოებს E14 და E27 ფორმატში და სამ, ფერითი ტემპერატურით განსხვავებულ ვარიანტში - ცივი, თბილი და შერეული თეთრი ნათების - სულ 30 მოდელი.
EXX-53 - 4(40*) ვატი, 370 ლუმენი ;
EXX-40 - 4(40*) ვატი, 415 ლუმენი;
EXX-70 - 8(60*) ვატი, 780 ლუმენი;
EXX-40-40 - 8(60*) ვატი, 780 ლუმენი;
EXX-40-70 - 13(100*) ვატი, 1310 ლუმენი;
* შესაბამისი ნათების ვარვარების ნათურის სიმძლავრე.
ფერადი მოდელები მზადდება დაკვეთით.
საექსპლუატაციო ვადა - 25000 საათი.
უფასო შეკეთების საგარანტიო ვადა (გარდა მექანიკური დაზიანებისა) - 1 წელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 238 16 09 ან მობრძანდით - ჯანო ბაგრატიონის 6, (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის შენობაში)
info@algo.ge This post has been edited by zazazura on 18 Dec 2012, 14:58