ძალიან მიკვირს რატომ არ არის ეს თემა...
ამ ზამთარში 2 თვე გავატარე ინდოეთში და ნელნელა დავწერ ამის შესახებ ბლოგში.
პირველ რიგში როგორ ავიღოთ
ინდოეთის ვიზა კატმანდუში.
ვინც პირდაპირ აქედან მიდის ვიზას ერევანში იღებენ, ინდოეთის საკონსულოში. არსებობს ასევე 1 თვიანი ელ-ვიზა. მე ნეპალიდან წავედი ასე რომ ვიზაც იქ ავიღე.
ნეპალიდან ინდოეთში სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა - ეს ინფორმაცია მხოლოდ მათ გამოადგებათ ვინც იგივე გზის გავლას გეგმავს... თანაც ნაწილ-ნაწილ. ისე კი ნოემბერში იყო პირდაპირი ავტობუსი კატმანდუ-ვარანასი.
ქალაქი ვარანასიგანგა პუჯა ყოველ საღამოს ვარანასიში წმინდა მდინარე განგას თაყვანს ასე სცემენ.