#52741419 · 19 May 2018, 06:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იგივე მარშიზმი თუ კორკოტიზმი, შევეცდები შემი აზრი ვთქვა ამ მახინჯი მოვლენის მიმართ, ჩემი ღრმა რწმენით გადმონაშთია იმ მძიმე დღებიდან რაც გამოვიარეთ დამპყობლებისგან, განსაკუთრებით რუსული და კიდევ უფრო უარესი ბოლშევიზმიდან, შევხედოთ წარსულს, იმ წარსულს როცა მართლა ქვეყანა ვიყავით, რამდენიმე მაგალითი. აღმაშენებელი ებრძვის ბაღვაშს, ართმევს წინა მეფეებისგან ნაჩუქარ მიწებს მაგრამ ვერ და არ ეხება მამულს, კერძო საკუთრებაა. რამხელად ტორელანტური იყო ჩემი გახსენება არ გჭირდებათ, ზოგი ალბათ დაწერს ზედმეტად გადამეტებული-ო დავითი წერს "გალობანი სინანულისა" მანდ გამოჩნდა რამხელად დიდი ადამიანი იყო, მეფობას არ ვეხები. იქნებ ვინმემ მითხრათ, მსოფლიოს იმ დროინდელ რომელ ქვეყანაში მოითხოვეს სათათბიროს გახსნას და მეფის უფლების შეკვეცა, და მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების დატოვება, რაც მოხდა რამდენიმე ათეული წლის მერე ინგლისში, იქნებ შემახსენოთ რომელ ქვეყანაში აიკრძალა სიკვდილით დასჯა რაც მერე მოხდა ევროპაში 600 წლის მერე. იქნება ვინმემ დაწერა იმ დროს, "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" უამრავი მაგალითი შემიძლია ვთქვა, დროის უქონლობის გამო ჯერ ვერა, მოვიცლი და დავამატებ, აქედან გამომაქვს აზრი რომ, საქართველო იდეების მატარებელი ქვეყანა იყო და არა ჩამყაყებული ფსევდოპატრიტიზმის, გიორგი ბრწინვალის შემდეგ გაჩერდა ეგ გზა, დანარჩენი ისტორია მხოლოდ თავის გადარჩენისთვის ბრძოლა იყო, უამრავი ცუდი თვისებები შევიძინეთ, და ამას უძახიან "ტრადიციონალიზმი"ს, (თუმცა მაგ ცუდი პერიოდიდან ბევრი ნამდვილად კარგი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ეს არ იყო სისტემური.)
--------------------
შუა უნდა გაიკრიფოს.@ ბიძინა ივანიშვილი. სპორტი-სპორტსმენი, გვერდი-გვერდზე და არა სპორცი-სპორცმენი, გვერძი-გვერძე რუსეთთან ომი უნდა დავამთავროთ@ვინმე იუზერი GIORGELA
|