#52748799 · 20 May 2018, 19:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომღაც დოგმად დამკვიდრდა, რომ დემოკრატია საუკეთესო მმართველობის მოდელია და მისი კრიტიკა პრაქტიკულად არ ხდება. რეალურად კი დასავლურ დემოკრატიას საკმაოდ ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნია.
დემოკრატიულ სისტემაში ორი სულელის ხმა ერთი ჭკვიანის ხმაზე მნიშვნელოვანია. მთავარია მასის მხარდაჭერის მოპოვება, რის გამოც ხშირად აქვს ადგილი პოპულიზმს. დემოკრატიაში წარმატებას ძირითად შემთხვევებში აღწევენ შოუმენები და მაღალ თანამდებობებს არც თუ ისე იშვიათად იკავებენ სათანსდო გამოცდილების არმქონე პირები. შორს რომ არ წავიდეთ, აგერ კალაძე გვყავდა ვიცე-პრემიერად და სპორტსმენ-მსახიობები გვეჯდა პარლამენტში. ამის გამო ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები აკრიტიკებდნენ დემოკრატიას. დემოკრატიაში წარმატებისთვის უდიდეს როლს თამაშობს ფული, რის გამოც პოლიტიკოსები ხშირად არიან მდიდარი ელიტის მარიონეტები და ლობისტები. ამასთანავე, დემოკრატიის პირობებში იზრდება ხოლმე საზოგადოების პოლარიზაცია, რაც სახელმწიფოს შიგნიდან ასუსტებს.
მერიტოკრატია გულისხმობს თანამდებობის დაკავებას არა მასების მხარდაჭერის, არამედ კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და დამსახურებების მიხედვით. ასეთ სისტემაში შეუძლებელია, რომ არაკვალიფიციური და გამოუცდელი აფერისტი მოვიდეს ქვეყნის სათავეში. მერიტოკრატიის მაგალითებად შეგვიძლია დავასახელოთ სინგაპური და ჩინეთი. ორივე მათგანი სწრაფი განვითარების ნიმუშია. ჩინეთში მერიტოკრატიასთან ერთად არსებობს დემოკრატიული ელემენტიც და დაბალ რგოლში თანამდებობის პირებს მოსახლეობა ირჩევს, ზედა რგოლში კი არაპირდაპირი არჩევნებია და უმაღლესი თანამდებობის პირები ათობით წლის გამოცდილების მქონე პოლიტკოსები ხდებიან. შედეგიც სახეზეა.
This post has been edited by androabuladze on 20 May 2018, 20:02
|