http://newpress.ge/qutaisis-istoria-shesaz...kunit-gazairdosქუთაისი მსოფლიოს ერთ–ერთი უძველესი ქალაქია, თუმცა, მისმა ასაკმა შესაძლოა, რამდენიმე საუკუნით მოიმატოს. ამის თქმის საფუძველს არქეოლოგიური კვლევები იძლევა, რომელიც ქუთაისის ძველ ნაწილში მიმდინარეობს.
ქართველი და უცხოელი არქეოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით და ანალიზით დასტურდება, რომ ნაქალაქარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეცამეტე საუკუნის დროინდელია. პროექტი - "ქუთაისი, როგორც კულტურულ-ისტორიული ლანფშაპტური ზონა" მთავრობის გადაწტვეტილებით ხორციელდება, რომლის მიზანიც ქუთაისის იუნესკოს ნუსხაში დაბრუნებაა. სამუშაოებში ქართულ მხარეს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს. მუზეუმ- ნაკრძალის მმართველის როლანდ ისაკაძის განცხადებით, სამუშაოები რამდენიმე წელს გაგრძელდება.
„როგორც ცნობილია, ბაგრატის ტაძარი იქ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ამოიღეს იუნესკოს ნუსხიდან, დარჩა მხოლოდ გელათი. სახელმწიფომ დასახა სტარტეგია, რომ ქუთაისი ხელახლა იყოს ნომინირებული ნუსხაში, ოღონდ სხვა დასახელებით, - „ქუთაისი, როგორც კულტურულ–ისტორიული ლანდშაპტური ზონა“.
ქუთაისის არქეოლოგიური კვლევა გეგმაზომიერად მიმდინარეობს 1984 წლიდან, იქამდე 1963–1964 წლებში ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ხდებოდა სადაზვერვო სამუშაოები, უფრო ადრე, მეცხრამეტე საუკუნეში რამდენიმე მცდელობა იყო არქეოლოგიური კვლევის დაწყების. 90–იანი წლების მერე ქუთაისში სტაციონალური გათხრები შეწყდა და ახლახანს განახლდა.
იუნესკოს ექსპერტებმა დაგვისახეს სამოქმედო გეგმა, თუ რა გაგვეკეთებინა, რომ გელათი დარჩენილიყო ნუსხაში, ასევე დავიწყეთ ახალი სამუშაოები, რომ ქუთაისი ისევ იყოს ნომინირებული ამ ნუსხაში, ეს არ ნიშნავს გარანტირებულ შედეგს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და ეს, ალბათ, შესრულებადია რამდენიმე წელიწადში“, –განაცხადა როლანდ ისაკაძემ.
მისი თქმით, ამ იდეას აქვს რამდენიმე მიმართულება. მთავარია, ქალაქის ძველი ნაწილის შენარჩუნება და დაცვა ახალი შეუსაბამო მშენებელობებისგან და შეხამება ისტორიულ ნაწილთან.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)