ვის გისარგებლიათ ამ კომპანიის მომსახურეობით?
ან თუ იცით სხვა ანალოგიური და დატესტილი.
ეს რეკლამა ბილაინის აპლიკაციაში ამომიგდო.
მე მქონდა გადადებული რეისი და რომ დავიწყე განაცხადის შევსება, მაინც გადავწყვიტე, ხელშეკრულებისთვის გადამეხედა სანამ დავთანხმდებოდი ყველაფერს.
კაბალური ხელშეკრულებაა, სრულ ექსკლუზივს იღებენ განუსაზღვრელი ვადით, 30%-ს იღებენ და იმასაც ვერ მივხვდი, თანხას მხოლოდ მოგების შემთხვევაში იღებენ, თუ წინასწარ.
და კიდევ, ავიახაზის მიერ ნებისმერი კომფორტული სერვისის გაწევის 30%-საც ითხოვენ. მე იქ სასტუმრო ამიღეს, კვებით, ტრანსფერით და გამოდის ეგეც უნდა გადავუხადო ამათ?
* * *
არ ხართ
საქმის კურსში?
This post has been edited by TETISA on 9 Jun 2019, 22:20
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)