#53167882 · 27 Jul 2018, 19:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვთქვათ მოგდის სარეკლამო სმს და ბოლოს აწერია კანონის სავალდებულო გათიშვის კოდი - SmsNo 91019 569 an sms off 91019 575
კითხვა: როგორ ხდება გათიშვა? უნდა გავგზავნო ტექსტი SmsNo ნომერზე 91019569 ? და ცალკე Yველა 91019-ებზე რამდენიც მომივა ყველა სხვადასხვა კომპანიაზე რეკლამა? თუ მხოლოდ 91019-ზე საკმარისია?
მე ვცადე 91019 -ზე გაგზავნა, მომივიდა საპასუხო მესიჯი, "შეტყობინება მიღებულია" - მაგრამ მესიჯები მაინც მოდის... თუ ვაგზავნი სრულ ნომრებზე , მაგალითად 91019 569 ან 91019 575 - მესიჯი არ იგზავნება
| QUOTE | 2012 წლიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც SMS შეტყობინებას აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს ე.წ. უარის მექანიზმი. როგორც წესი ესაა კოდი, რომლის აკრეფის შედეგად თქვენ უნდა გაგეთიშოთ მოცემული კომპანიის რეკლამა.
რა შემთხვევაში ირღვევა კანონი: * როდესაც შეტყობინებას არ მოჰყვება კოდი (უარის მექანიზმი) * როდესაც შეტყობინებას მოჰყვება კოდი, მაგრამ არ არის განმარტებული და გაუგებარია. * როდესაც კოდი მოჰყვება, მაგრამ მექანიზმი ტექნიკურად არ მუშაობს * როდესაც კოდის გაგზავნის და შეტყობინებებზე უარის თქმის შემთხვევაში, 10 დღის შემდგომ, მომხმარებელი კვლავ იღებს შეტყობინებებს. |
| QUOTE | ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ნებისმიერის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებმა რეაგირებისთვის უნდა მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს:
facebook.com/DPAGeorgiaOfficial/ office@pdp.ge Tel: (+995 32 242 1000) ვაჩნაძის ქ. N7 (საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარედ) მეტ ინფორმაციას თქვენი პირადი მონაცემების დაცვის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://personaldata.ge/ დარღვევის პირველი შემთხვევისას კომპანია ჯარიმდება 3000 ლარით. თუ დარღვევა ერთი წლის განმავლობაში კვლავ განმეორდა, ჯარიმა 10000 ლარს ითვალისწინებს. 2017 წლის მონაცემებით დარღვევების გამო 23 კომპანია დაჯარიმდა. |
--------------------
Shaman
|