სააკაშვილი გაბუნიაზე: ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში
http://www.tabula.ge/ge/story/133052-saaka...-sajaro-bodishiმიშა ბოლო პერიოდში, ეი მას შემდეგ რაც საბოლოოდ ჩამოსცილდა ყველას და ყველაფერს თავისი თავის გარდა, საკმაოდ საინტერესო განცხადებებს აკეთებს.
მისი მესიჯები მკაფიოა და აქტუალური, ყოველთვის სერიოზული პრობლემებისკენ მიმართული, იქნება ეს მულტიკულტურალიზმი, რადიკალური ლიბერალიზმი,
ბანკების და ოლიგარქების მიერ მოსახლეობის ფინანსურად დამონება და შედეგად დემოკრატიის შემცირება თუ სხვა ის ბევრი გამოწვევა რომლის წინაშეც დღეს ქართველი ერი დგას.
მისი ბოლო მესიჯი ქართველი ერისა და საქართველოს მთავარი სიწმინდის, საპატრიარქოსა და სარწმუნოების თემას შეეხებოდა, რომელსაც ბოლო პერიოდში ებრძვიან სხვადასხვა რევანშისტული ძალები.
ფაქტია მიშას დროს საპატრიარქოსა და რელიგიის რენესანსს ვადევნებდით თვალს, როცა შენდებოდა და რემონტდებოდა ათასობით ეკლესია, მრევლი მრავლდებოდა და მრავლდებოდა.
როგორც ჩანს ეს ჩვენი ქვეყნის მტრებს არ აწყობთ და ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ეკლესიაა, რომელსაც დაუნდობლად ებრძვიან კულტურული მარქსისტები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები.
როგორც გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე დათო ტურაშვილი ამბობს, პოლიტიკა მაშინ არის ხალხზე და ქვეყანაზე მორგებული როცა გულწრფელია და ფაქტია
მიშა გულწრფელად გვესაუბრება იმ პრობლემებზე რომლებიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და ისე კარგად არგებს თითოეულ სეგმეტნს/ჯგუფს მის მესიჯებს რომ მგონია აქვს უნივერსალური
გასაღები და ფორმულა ქვეყნის მართვის რომელიც ნაციონალისტსა და გლობალისტს, ლიბერალსა და კონსერვატს ჰარმონიაში და ბედნიერებაში აცხოვრებს.
მაგრამ ისე არ უნდა გამოვიდეს, მე თქვენსკენ და თქვენ ეშმაკებისკენო, რაღაც სტიმული უნდა მივცეთ და ვაჩვენოთ რომ ჩვენც მზად ვართ ცვლილებებისთვის.
ამიტომ მე მგონი საპრეზიდენტო არჩევნები კარგი შესაძლებლობაა ამის დასამტკიცებლად, რომ მას კიდევ უფრო მეტად მოვანდომოთ 'ხალხზე ორიენტირებული' პოლიტიკის წარმოება,
რომელსაც რატომღაც გაურბოდა იმ ავად სახსენებელი 9 წლის მანძილზე. თუმცა გამოჩნდა რომ მისი ყოფილი გუნდელები იყვნენ ამაში მთავარი დამნაშავეები და არა თვითონ მიშა.
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი