გურამ შეროზიას ბლოგი
ორი წლის წინ თმა შევიღებე ტონიკით და ატყდა ისტერიკა, კაცს რათ გინდოდა ეს მზისფერად მოელვარე დალალებიო. - მერე, მაგნიტ საყურეს ვატარებდი (თქვენდა საბედნიეროდ აქსესუარებს ვერ ვეგუები სხეულზე და სულ ორჯერ მეკეთა) და ტიტუ, წაუხდა კაცობაო.
- რამდენჯერმე წარბს შევავლებ ხოლმე ხელს და ზოგ სალონში შოკირებული სახით მიყურებენ ხანდახან.
- ჯანმრთელ კვებაზე გადავედი და იიი დიეტაზე ხარ, გოგო ხომ არ ხარო?
- ფეხბურთი და ლუდი არ მიყვარს და დედააჰ კაცს რანაირად
შეიძლება არ უყვარდესო?
- კიდევ მილიონი არაადეკვატური შეკითხვა....
ჰოდა, თქვე დალოცვილებო, ოდესმე მიკითხავს თქვენთვის:
- რატომ გაქვთ ეს უზარმაზარი ღიპი?
- რატომ გაქვთ პერანგის ყველა "ღრიჭო
დან" ამოშვერილი ბანჯგვლები?
- რატომ გაქვთ დაუბანელი თავი, ან რატომ აგდით ოფლის ოხშივარი?
- რატომ სვამთ ყანწებით ღვინოს კაცობის დასამტკიცებლად და მერე ჩემთვისაც საჭირო საერთო მოხმარების ტუალეტებს აკავებთ საათიანი რწყევის გამო?
- რატომ ვერ ცდება თქვენი ლექსიკა ბოზიშვილივიყოებს და ჩემიდედაშევეცებს?
- რატომ გაქვთ დაბალი აიქიუ (თუ ბარბექიუ თუ ქიუ ნეტი) და იქიუ კიდევ საჭმელი რატომ გგონიათ?
აი, მიკითხავს?
ჰოდა გამეშვით მეც, მე ჩემს საჯდომს მივხედავ, თქვენ თქვენსას და ქვეყანაც აშენდება.
https://www.kvirispalitra.ge/guram-sherozia...-dabali-iq.html This post has been edited by satoshi on 25 May 2018, 02:49