გამარჯობა
მოკლედ, 1 წელია ვცდილობ ვუმკურნალო პოლიისტოზურ საკვერცხეს , ანუ როცა პოლიფოლიკულიზმია და ერთ დომინანტსს უჭირს წამოსვლა, ამიტომ ვერ ხდება განაყოფიერება.
8 თვე ერთ-ერთ ვითომდა ძალიან კარგ და ცნობილ ექიმთან მხოლოდ ჰომეოპათიური წამლებით ვმკურნალობდი, ასევე სწორი დიეტა, ძილი და ა.შ. (რაზეც არავინ დაობს რომ ცუდი და უმნიშვნელოა)
მოკლედ ბოლო 4 თვეა შევიცვალე ექიმი და ბევრი პრობლემაც აღმომაჩნდა რაც აქამდე არც კი ვიცოდით : ეროზია, საშოს სოკო, პროლაქტინი, TSH. ყველაფერზე ვიმკურნალე და ამ ეტაპზე ნორმაშია ზემოთ ჩამოთვლილი
ნუ ფოლიკულის პრობლემა ისევ რჩება, ამიტომ ექიმმა მირჩია კლოსტილბეგიტი საკვერცხის სტიმულაციისთვის და მაინტერესებს თქვენი გამოცდილება : რამდენად ეფქტური იყო, გაამართლა თუ არა და რამდენჯერ სცადეთ შედეგის მისაღევად .
მადლობა დიდი <3