რამდენიმე წუთის წინ მკვლელობა მოხდა აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციულ საძღვართან. 14:45 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულმა აფხაზმა მებაჟემ, ტყვარჩელის რაიონის მკვიდრმა, რაშიდ კანჯი-ოღლიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა გალის რაიონის მკვიდრი, 1985 წელს დაბადებული გიგა ზურაბის ძე ოთხოზორია.
smo news-ის წყაროს ცნობით, გიგა ოთხოზორიამ ნათესავი ნაბაკევიდან ხურჩის ტერიტორიაზე გამოაცილა. სწორედ ამ დროს მოხდა შელაპარაკება კანჯი-ოღლისა და ოთხოზორიას შორის. თვითმხილველების განცხადებით აფხაზმა მებაჟემ ოთხოზორია იქვე, ერთ-ერთ სასადილოში შეიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ამ წუთებში ე.წ საზღვართან მობილიზებულია ქართული შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავები. გარდაცვლილი ოთხოზორიას ცხედარი ზუგდიდშია გადმოსვენებული, რომელსაც სამედიციონო ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდება.
©
http://www.smoge.org/apkhazma-mebazhem-ras...khozoria-mokla/ * * *
რაშიდ კანჯი-ოღლი ტყვარჩელში მცხოვრები ეს იძებნება.
http://goo.gl/jhner1