უკაცრავად რამდენიმე დღის წინანდელი ამბავია, მაგრამ არ შემხვედრია და
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი გერმანიაში ქართველების მიერ პოლიციელების ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამომასხა!!!
ბოლო-ბოლო რა გვინდა?! არ გვინდა ევროპა?!
საუკუნეების ოცნება აიხდინა ქართველმა ხალხმა!
მთავრობამ, პარლამენტმა ისეთ რაღაცებზე მოაწერა ხელი და აიღო ვალდებულება, რის გამოც გინება არ დაუკლია ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ბევრს!!! ჩვენი ღირსებისა და თავმოყვარეობის შელახვაზე არას ვამბობ, რა არ გვეძახეს...
ოღონდ ევროპას არ ჩაექნია ჩვენზე ხელი და უმოკლეს დროში გავიარეთ რეფორმათა და ვალდებულებათა მთელი კასკადი.
იცით, რომ მიკროსკოპის ქვეშ გვიყურებს რამდენიმე ქვეყანა, ბეწვის ხიდზე გავდივართ ისედაც, რომ არ გამოგვაბუნძულონ სამარცხვინოდ!
ახლა ეს იქნებოდა?! ახლა ამის დრო იყო?! გავიგე, რომ დამნაშავეა თუ არა, ყველაფერი მთავრობას უნდა დაბრალდეს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, ბუფერში დავტოვეთ და საზღვარზე არ გადავიტანეთ?!
თავზარდაცემული ვარ, იმედია, აცნობიერებთ, თუ რა ჩაიდინეთ...
P.S. „აბა, ამ ქვეყანაში სამსახური არაა და რა ქნან“, - მუდამ არგუმენტად ვერ და არ გამოდგება.
ეს შემთხვევა არის კლასიკური გაგებით-სამშობლოს ღალატი!!!“ - წერს ჩრდილელი.
დრეზდენში მიგრანტების დროებით განთავსების ცენტრში 50-მდე მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. გერმანიის მედიის ცნობით, საქართველოს 2 მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც დაცვის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულმა პოლიციამ სიტუაცია განმუხტა, თუმცა, შემდეგ მათ თავს 50-მდე მიგრანტი დაესხა. შეტაკების შედეგად 2 პოლიციელი და დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი დაშავდა. შემთხვევის ადგილას პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო. დაკავებულების ვინაობა პრესაში არ სახელდება.
http://qartuliazri.reportiori.ge/inside.ph...id=178&id=23004