ხმაურიანი სხდომა და მუქარა დამოუკიდებელ ექსპერტზე - ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეს პროკურორი ინა გუგუშვილი ჩამოაცილეს
ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რამდენიმე დღით ადრე, პროკურორი ინა გუგუშვილი საქმეს ჩამოაცილეს. გადაწყვეტილება 26 მაისის სასამართლო სხდომაზე მხარეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. ხმაური სასამართლო სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა თქვა, რომ გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები არა დანით, არამედ მაკრატლით აქვთ მიყენებული. ეს გარემოება კი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან საქმის მასალებს შორის მაკრატელი საერთოდ არ ფიგურირებს. მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ პროკურორები მომზადებული დასკვნის გამო დაემუქრნენ და უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა.
დღევანდელ პროცესზე ინა გუგუშვილი აღარ გამოჩენილა. სხდომას ესწრებოდა კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილე ზვიად ფხაკაძე, რომელსაც ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი და ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატიც მუქარასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ზვიად ფხაკაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ინციდენტზე კითხვების დასმაც კი მისთვის შეურაცხმყოფელია.
ხორავას საქმის პროკურორების სამსახურეობრივი შემოწმება გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით კოლეგები გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.
http://rustavi2.ge/ka/news/105139https://www.myvideo.ge/?video_id=3601211ბრალდებულის სკანდალური ჩვენება - დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ "საქმის დალაგებას" მირზა სუბელიანი ცდილობდა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე - 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ხმაურიანი ჩვენებით დასრულდა. დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოს დეტალურად უამბო პირველ დეკემბერს განვითარებული მოვლენები. გაიხსენა, როგორ მივიდა სხვა მოზარდებთან ერთად ხორავას ქუჩის 4 ნომერში და რა მოხდა ფარდულში. სასამართლო დაკითხვისას არასრულწლოვანმა ბრალდებულმა არ დამალა, რომ დანა ჰქონდა, თუმცა თქვა, რომ ის თავდაცვის მიზნით გამოიყენა. მან ასევე დაასახელა სხვა მოზარდები, ვისაც დაპირისპირების მომენტში ცივი იარაღი ჰქონდათ. მათ შორის ერთ-ერთი მიხეილ კალანდიაა.
არასრულწლოვანმა ბრალდებულმა სასამართლოში ასევე დეტალურად გაიხსენა დაპირისპირების შემდგომი მოვლენები. მოყვა როგორ წაიყვანეს პეტრიაშვილის ქუჩის სამალავიდან კალანდიების სახლში. ბრალდებულმა დღეს პირველად დაადასტურა, რომ ის პირადად შეხვდა იმ დროს მოქმედ პროკურორ მირზა სუბელიანს.
ბრალდებულის ჩვენებას საქმეში ახლად ჩართული პროკურორი არ ეთანხმება. მარიამ გოგოხიას განცხადებით ბრალდებულმა თავად ივარაუდა, რომ კალანდიას მიერ ნახსენები ბიძა, მირზა სუბელიანი იყო.
http://oj2xg5dbozutelthmu.dresk.ru/ka/news/105144 This post has been edited by PNG on 28 May 2018, 22:02