
დრო გადის, ახალი ავტორები ითარგმნება, აქამდე უცნობი ავტორები ხდებიან აქტუალურები, მაგრამ ფორუმზე ისევ იგივე თემები ტრიალებს.
ეს კაცი ქართულ ფორუმზე მემგონი იმსახურებს თემას, იმიტომ რომ მოთხრობის მამად ითვლება ამერიკაში და არა მარტო - მემგონი სამართლიანადაც.
მისი ყველაზე ცნობილი კრებული ალბათ არის The Cathedral, რომელიც ჯერ-ჯერობით როგორც ვიცი ნათარგმნი არ არის, ხოლო თავად მოთხრობა, The Cathedral რომლის სახელიც ჰქვია მოთხრობების კრებულს, MFA პროგრამებში ისწავლება როგორც მაგალითი, თუ როგორი არის კარგი მოთხრობა, სტრუქტურის, ენის თუ სხვა თვალსაზრისით.
არც ისე ახლახანს დიოგენემ გამოსცა მოთხრობების კრებული "რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე".
ბიოგრაფიულ დეტალებს მერე დავამატებ, თუ ინტერესი იქნება.
და კარგი იქნება თუ ვინმე ფლანერი ო'კონორზე გახსნის თემას