ტურიზმი კარგია. შემოსული ფულებიც კარგია. ჯორჯია რომ შტატი აღარ გონიათ ეგეც კარგია. შარდენზე რო 80მაგ ფასებში ყიდი ტავარს ეგეც კარგია.
მაგრამ არ მინდა რომ საქართველო იყოს ტურისტული ქვეყანა, ანუ ტურიზმი იყოს ჩვენი პირველი თუ არა სამეულში მაინც მოხვედრილი ძალა ეკონომიკური წინსვლისა. არ მინდა რა. რატომ არ მინდა? ტურიზმი სიყალბეს ნერგავს და ჭეშმარიტ ქალაქურ ღირებულებებს ანადგურებს.
1) აი უბრალოდ რატომ უნდა ვიყოთ პლაჟზე ვიღაც ჯორჯის და სერგეის ნაყიდი სიმინდის იმედზე, რატო უნდა ველოდოთ სეზონს იმიტომ, რომ პატარა აჭარული ხაჭაპური მინიმუმ 10 ლარად მივყიდოთ უცხოელებს? რად გვინდა ტო? გასაგებია, დიდი შემოსავალია, მაგრამ პირადად ქვეყნის ღირსებას ურტყამს რა. ურტყამს კი არა, ანადგურებს. ტურიზმზე გადამატებული დაყრდნობა და მასზე გათვლილი ეკონომიკური სვლები არის უბრალოდ სირცხვილი.
2) ტურიზმი, დღევანდელი ფორმით ყოველშემთხვევაში, სპობს ქალაქის (რაც გინდა იყოს) ჭეშმარიტ იერსახეს და ასე ვთქვათ ლამაზად ფუთავს ყველაფერს. შეიძლება მე ვარ ესეთი, მაგრამ აი, არ მიყვარს და გული მერევა იმ ფაქტზე, რომ რაღაც ზაფხულობით/ზამთრობით შეიძლება ყვაოდეს (ტურისტების ხარჯზე, ან თუნდაც დამსვენებლების (მაგრამ დამსვენებლები მოჟნა; ერთმანეთს უნდა ამოვუდგეთ კაცო გვერდში და ოდითგანვე გვჩვეოდა (აი, რამდენად ვასრულებდით ამას, სხვა თემაა)), მაგრამ წელიწადის დანარჩენ მონაკვეთში იყოს სრული სიბნელე და უკაცრიელობა.
ბათუმელი მიგრანტი სტუდენტი მიყვებოდა, რა იყო, შეჩემა, რა გგონია ეგეთი, ეგ სამი თვეა გულაიბანდა შემოდგომაზე გადათხრებია, ქუჩაში ვერ დავდივართ ხალხი წესივრადო. და მე სიყალბე და ფუტლიარი არ მიყვარს; მე მყარ და სხვა ღირებულებებზე დამყარებულ ეკონომიკას ვანიჭებ უპირატესობას. ავიღოთ თბილისის მაგალითი: კი ბატონო, ნაგავია ეგ თქვენი მრავალსართულიანები ყოველ კუთხე-კუნჭულში, ნაგავია ტრანსპორტირების სისტემა, ნაგავია ბევრი სხვა რაღაც, მაგრამ იცით რა არის? ნაღდია- რაც არის ეგ არის წელიწადის ნებისმიერ დროს, 24 საათის ნებისმიერ წამს სრულად ჩამოყალიბებული ქალაქი ჰქვია, რომელიც უამრავ საყოფაცხოვრებო დარგში გთავაზობს უზრუნველყოფას. ნაგავია თუ ბერლინი გვჯობია, ნამდვილია, და არ არის ვიღაცების გულავზე დამოკიდებული, არამედ ჩვენი, ჩვენი მშობლების და ჩვენი შთამომავლების სამუშაოებითაა სავსე აქაურობა.
ნაღდია და არა ყალბი, ფუტლიარი, რომელიც ვიღაცის თვალის გასახარებლადაა გაკეთებული და იმ წამსვე ემსგავსება ნაგავს, როცა სეზონი მთავრდება და მაიკლი თავის სამშობლოში ბრუნდება სელფებით დახუნძლული.
მაგიტომაც ყოველთვის ვამბობ ხუთი თაობის თბილისელი კაცი, რომ თუ არჩევანი მექნებოდა ამ ორს შორის, "მიჩაჩანაკებულ" ქუთაისში ვიცხოვრებდი, რომელიც თავისი საკუთარი ღირსებით დგას ეკონომიკურად ფეხზე და წელშია გამართული გდა არა ბათუმში- იმიტომ, რომ ბათუმი, დღეს ყოველ შემთხვევაში არის ტურიზმი. ვსიო, არ ატარებს იმ ღირებულებას რასაც ადრე.
მე არ ვიცი კომუნისტების დროს რა ხდებოდა, არ მოვსწრებივარ, მაგრამ დანამდვილებით ვვარაუდობ ტურისტებისთვის ქიცინის ნაცვლად ბევრი ფაბრიკა-ქარხანა რომ შენდებოდა, მაგიტომ მოვედით დღეს ამ დონემდე- რომ გვაქვს თუნდაც მთელი სსრკს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი მეტრო, და რომ ახლა უნივერსიტეტის მშენებლობა 25 წელი იწელება და სექტემბერშიც ან გაიხსნება ან არა.
დავანებოთ რა ფუტლიარების შექმნას. ნაჭუჭს შიგნით რა ვართ ეგ უფრო მნიშვნელოვანი არაა? ტურიზმს თავის ადგილი ეკავოს კაცო და შემოიტანოს ფულები (მე პირველი ვიქნები, ვისაც თქვენს ოჯახში ამით შემოსული ფული გაუხარდება, მაგრამ
3) ტურიზმი დამოკიდებულს გვხდის სხვაზე, მაიკლზე, ვანიაზე, ჯორჯზე, როჯერზე, იანზე და ა.შ. არ მინდა მე ვიღაცის იმედად ტოფნა. ჩვენ ჩვენი შევქმნათ კაცო და ტურიზმი ათასჯერ მაგარი თავისით გახდება. ექსპორტზე ვიფიქროთ, და ქვეყნის შიდა მოწყობაზე, ფაბრიკებზე, ქარხნებზე, ტექნოლოგიის ამაღლებაზე, ღირსების ამაღლებაზე, საქართველოს დონის ამაღლებაზე.
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.