ევროკავშირის სასამართლომ საფრანგეთის პარტიის „ნაციონალური ფრონტის“ დამფუძნებელსა და ყოფილ ლიდერს ჟან-მარი ლე პენს ევროპარლამენტისთვის 320 ათასი ევროს დაბრუნება დააკისრა.
Reuters-ის ინფორმაციით, ანალოგიური გადაწყვეტილება სასამართლომ „ნაციონალური ფრონტის“ წევრი კიდევ ერთ ევროპარლამენტართან ბრუნო გოლნიშთან დაკავშირებით მიიღო. მან ევროპარლამენტის ბიუჯეტში 276 ათასი ევრო უნდა დააბრუნოს.
ევროპარლამენტმა ჟან-მარი ლე პენი და მისი თანაპარტიელები თანაშემწეების ფიქტიური დასაქმებისთვის სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულა. ჟან-მარი ლე-პენი ევროპარლამენტის წევრი 1984 წლიდან იყო.
ჟან-მარი ლე პენი „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერის პოსტზე 2011 წელს მისმა შვილმა მარინ ლე პენმა შეცვალა. 2015 წელს კი პარტიის დამფუძნებელი ანტისემიტური განცხადებების გამო „ნაციონალური ფრონტიდან“ გარიცხეს.
http://2020news.ge/2018/03/07/%e1%83%9f%e1...83%a0%e1%83%9a/ვინ დაითვლის რამდენი აქვს დასაბრუნებელი საქართველოს ჩინოვნიკებს უსაქმურობისთვის აღებული და დასაქმებული ახლობლებისთვის მიცემული ბიუჯეტის ფული?
This post has been edited by satoshi on 30 May 2018, 17:13