თანაფორუმელო იურისტებო,
დამეხმარეთ იურიდიულად გამართული წერილის შედგენაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გასაგზავნად

საკითხი ეხება nomrebi.com-ს რომელიც აგროვებს ხალხის პირად მონაცემებს ტელეფონის ნომრების მიხედვით და შემდეგ ავრცელებს.
დეტალურად ამ თემაშია განხილული:
ნომრები.ქომერთის მხრივ თითქოს ყველაფერი ლეგალურია - ანუ ვინც აპლიკაციას აყენებს ეთანხმება რომ მისი მონაცემები გამოიყენონ,
მაგრამ ვისაც არ დაუყენებია ეს აპლიკაცია, და შესაბამისად თანხმობა არ განუცხადებია, იმათ მონაცემებსაც რომ იყენებენ, აშკარად პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევაა.
იგივე ჩემი ნომერიც არის მანდ, თავისი გვარ-სახელით,
მაშინ როცა ეს აპლიკაცია ნიტოშტო არ დამიყენებია, საერთოდ დღეს გავიგე რომ არსებობს.
იმავე საიტზე წერია ნომრის ბაზიდან ამოღების შესაძლებლობის შესახებაც, რისთვისაც ვიღაც ტიპს ჯიმეილზე უნდა მივწერო და
დავუსაბუთო რომ ნამდვილად ჩემი ნომერია (ანუ ფაქტიურად დამატებით ოფიციალური ინფორმაცია უნდა მივაწოდო)
ჰოდა, მინდა კარგად ჩამოყალიბებული მეილი მივწერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს,
რათა შეისწავლონ ეს საკითხი, გამოარკვიონ რამდენად არის კანონდარღვევა და შესაბამისი ზომები მიიღონ.
თანაც სასურველია შესაძლებლობა მქონდეს რამენაირად გავაკონტროლო თუ რა რეაგირება მოჰყვება.
პ.ს. კსტაწი, შეგიძლიათ თქვენი ნომრებიც მოძებნოთ მანდ, დარწმუნებული ვარ ექნებათ უკვე ბაზაში
ანუ ეს ყველას გვეხება
ჰოდა თუ დამეხმარებით ამ კარგ საქმეში მადლობის მეტი რა მეთქმის