მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“ - შორს ზაზა სარალიძისგან თქვენი ბინძური და სისხლიანი ხელები, რადგანაც ბატონი ზაზა სარალიძის ტრაგედია სრულიად საქართველოს ტრაგედიაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს პარლამენტი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვეობით გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოებას პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს.
„ზაზა სარალიძემ დაკარგა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი შვილი და მან აუცილებლად უნდა იპოვოს სამართალი. პირადად მე და ყველა ჩემი თანაგუნდელი საგამოძიებო კომისიით თუ მის გარეშე სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებთ ბატონ ზაზას. სამართალი უნდა აღსრულდეს და ამ მოცემულობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვეობით გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ საზოგადოებას პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს. აქვე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“ - შორს ზაზა სარალიძისგან თქვენი ბინძური და სისხლიანი ხელები, რადგანაც ბატონი ზაზა სარალიძის ტრაგედია სრულიად საქართველოს ტრაგედიაა, გამონაკლისს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს, რომლისთვისაც ნებისმიერი ადამიანის ტკივილი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების გამომუშავების წყაროა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ni-khelebi.htmlეს ყველას გარდაცვლილი ეგონა და კომაში ყოფილა აქამდე თურმე. შენი დაქალი ანრი ოხანაშვილი სადა გყავს შე პროჭო.