„ენგურჰესმა“ მუშაობა განაახლა
12:19 01-06-2018
„ენგურჰესმა“ მუშაობა განაახლა „ენგურჰესი“ სრული დატვირთვით დღეს საღამოს ამუშავდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა, ხუთშაბათს, გვიან საღამოს ჩაირთო 2 აგრეგატი, პარასკევს კიდევ ერთი.
„საღამოს ჩაირთვება მე-4 აგრეგატიც და მუშაობა სრულად აღდგება. მთავარია, რომ საერთო სასადგურე პრობლემა მოგვარებულია და ავარიის წინა რეჟიმიც აღდგენილია“, - განაცხადა ხუბუამ.
„ენგურჰესი“ ავარიულად 24 მაისის 20:11 საათზე გაითიშა, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-ganaakhla.html