ამ განყოფილებაში დავწერე ქართული სიტყვა, რომელიც აღნიშნავს სექსს. აქაურებმა, ეგ უცენზურო არისო.
მე ვარ ქართული კულტურიდან და ამ სიტყვას გაცილებით მეტი სიახლოვე აქვს ჩემთან ვიდრე ანგლო-საქსურ "სექსს".
უფრო მეტად გამოხატავს ის "სექსუალურ ენერგიას" ჩემში და მისი აკრძალვა პირდაპირ კავშირშია ქართული კულტურის შემცირებასთან.
რა თქმა უნდა, შემცირდება ქართული კულტურა თანდათან და ჩამოყალიბდება საერთო კულტურა პლანეტაზე რომელიც ძირითადად ნაკარნახევი იქნება ანგლო-საქსური კულტურით, მაგრამ ასე დაძალებულად კულტურის შემცირება კარგ არაფერს მოგვიტანს. მოდით, თანდათანობით მოვახდინოთ ჩვენი საზოგადოების კულტურის ცვლილება და არა უცენზურობის მიზეზით ქართული სიტყვის აკრძალვით.
რატომ აკრძალეს ეს სიტყვა? რა არის ამაში სასირცხვო? თუ ამას აკრძალავთ, სიტყვა "სექსიც" ხომ უნდა აკრძალოთ?
ჩემი ახსნა:
ამ სიტყვას იყენებს ყოველდღიური ხალხი. საზოგადოების მაღალ ფენას კი აქვს სენი გამოეყოს ამ ფენას და შეითვისოს წარმატებული კულტურა, ამ შემთხვევაში ანგლო-საქსური კულტურა. ადრე, ალბათ რუსული კულტურა იყო. ამიტომ ტელევიზორებში მხოლოდ სიტყვა "სექსი" ისმის. არამხოლოდ სექსი. სიტყვა "ბულინგი", რომელსაც ქართული შესატყვისი აქვს "ჩაგვრა", ასევე აქტიურად იხმარება და ათასი სხვა სიტყვა.
დააბრუნეთ სიტყვები, რომელთან კავშირი მე, ქართულის კულტურის მქონე ადამიანს მაქვს
ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ადამიანი იჯერებს, რომ სიამოვნება ჯობია სიმშვიდეს.