აგერ ბატონო, კაცი კაცური.
მამია ფხაკაძე

პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1976 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში;
განათლება:
1993 წელს დაამთავრა თბილისის #42 ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა;
1993-1998 წლებში სწავლობდა მეცნიერებათა აკადემიის თბილისის სამართლისა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე;
2007 წლის მაისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
აქვს სპეციალური წოდება – იუსტიციის მრჩეველი, გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური;
სამუშაო გამოცდილება:
2000 -2002 წლებში მუშაობდა სასჯელთა აღსრულებისას კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე;
2002 -2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
2003 მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე;
2003 - 2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის თანამდებობაზე;
2004 წელს მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
2004 -2005 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე;
2005 -2007 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს #1/138-2007 გადაწყვეტილებით დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს #1/143-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 14 სექტემბრის #1/173-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, 17 სექტემბრის #1/185-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ;
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2008 წლის 13 თებერვლის #1 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2008 წლის 13 თებერვლის #2 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის წევრად;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 16 ოქტომბრის #1/333-2009 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 18 ივნისის #1/63-2010 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ; 18 ივლისს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/187 გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;
2017 წლის 5 ივნისიდან დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ხუთი წლის ვადით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ოქტომბრის 1/287 გადაწყვეტილებით გამწესდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დაგენილი ასაკის მიღწევამდე.
" I know not with what weapons World War III will be fought, but world War IV will be fought with sticks and stones."
ამ ქვეყანას დედა აღარ ყავს. ნარიყალაზე ასაღებია ქართლის დედა და მის ადგილზე გიული ალასანიას ქანდაკება უნდა დაიდგას