პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავა
18:58 02-06-2018
პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავა პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეერაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა.
პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...ri-daakava.html