#52914142 · 15 Jun 2018, 16:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდერ, თემა არამხოლოდ სპორტულია, ტურიზმსაც ეხება და გთხოვ არ დახურო ან არ გადაიტანო სხვა განყ.-ში.
მოკლედ იდეა მაქვს და რაგბის (და არამარტო) მცოდნეებმა დაპოსტეთ რამდენად ახლოსაა რეალობასთან.
გამოვიდეთ შემდეგი მოცემულობიდან: 1. "ექვს ერში" ჩვენ უახლოესი 10 წელი არ მიგვიღებენ 2. ქვეყანა ინფრასტრუქტურულ პროექტებში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯვს 3. ტურიზმი ჩვენი პრიორიტეტია 4. რაგბში მაგრები ვართ + ჩამოყალიბდა ქვეყნის #1 სპორტად
შესაბამისად, ქვეყანას გაეკეთებინა ყოველწლიური სარაგბო ტურნირი, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა: 1. სპორტული პრინციპები 2. კომერციული პრინციპები (ტურიზმი)
ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოყოფილიყო თანხები და გაგვეკეთებინა მაგარი სტადიონები ტურისტულ ზონებში: თბილისი, კახეთი, სვანეთი, ბათუმი და ა.შ
ხოლო ტურნირში სპორტული და კომერციული მიზნით მოგვეწვია შემდეგი ქვეყნები: 1. რუსეთი (სპორტული + კომერციული/ტურიზმი) 2. რუმინეთი (სპორტული + კომერციული / ტურიზმი) 3. იაპონია (სპორტული + კომერციული / ტურიზმი) 4. წყნარი ოკენანიდან ფიჯი, ტონგა ან სამოა (სპორტული) 5. ესპანეთი ან გერმანია (კომერციული) 6. ბარბაროსები ან სხვა მსგავსი გუნდები (სპორტული) 7. და სხვა
გაკეთებულიყო ორი ჯგუფი. ჯგუფში გამარჯვებულები თასს ფინალში გაითამაშებდნენ.
ტურნირზე ფინასები კერძო სექტორიდანაც გამოიყოფოდა, რადგან ბოლო წლებში ბიზნესი აქტიურადაა ჩართული რაგბიში (ვითიბი, თიბისი, ნატახტარი და ა.შ).
ფინანსური თვალსაზრისითაც ეს ბევრად არ ჯობია "ჩეკ ინ ჯორჯიას" და ათას სულელურ პროექტებს? კარგი შეფუთვა, კარგი მარკეტინგი და უკუგება გაცილებით მეტი ექნება. ტურნირის პერიოდში ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს ფესტივალები გაეკეთებინათ (მაგალითად ღვინის მწარმოებლებს) და ა.შ
აბა დაპოსტეთ რას ფიქრობთ
This post has been edited by მ.დ.უ on 15 Jun 2018, 16:58
|