სავარაუდოდ, მომწამვლელ ნივთიერებას თბილისში კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა
12:51 / 02-06-2018
თბილისში, სავარაუდოდ ნარკოტიკულ ინტოქსიკაციას, კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა თბილისში ორი დღის წინ მოხდა და ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან რამდენიმე წყარო საუბრობს, თუმცა სანამ ექსპერტიზის შედეგები არ დაიდება, იქამდე ვერ ადასტურებენ, ნამდვილად ნარკოტიკულმა საშუალებამ გამოიწვია თუ არა სიკვდილი.
ფაქტის შესახებ წერს კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილიც:
"ამასობაში კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას. გუშინ ახალგაზრდა ადამიანი იგივე სიმპტომებით ძილში შეეწირა მომწამლავ ნივთიერებას, სავარაუდოდ ფენტანილს. ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?" - წერს ორაშვილი.
პოსტის კომენტარებში ინტერნეტმომხმარებელმა რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარ მსგავს ფაქტზე დაწერა: "სამწუხაროდ ბათუმშიც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა. იგივე ნიშნებით, დილით ლოგინში იპოვეს, ვერ გაიღვიძა..." - წერს ბათუმელი გოგონა.
რაც შეეხება თბილისში მომხდარ შემთხვევას, სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაცვლილია 23 წლის მამაკაცი ლ.გ, რომელიც ბებიამ იპოვა დილით, საკუთარ საძინებელში. ახალგაზრდა ღამით სახლში მივიდა და ძილში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადაყვანილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზის შედეგებით გაირკვევა, რამ გამოიწვია გარდაცვალება და იყო თუ არა ეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გამოწვეული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული მონაცემების (ასაკი და სახელი გვარი) მქონე ახალგაზრდას გარდაცვალებას ადასტურებს. მათი ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამძიება, 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
https://www.ambebi.ge/article/223998-savara...rda-emsxverpla/ ნაჯახამ რეპრესირებული ნარკოპოლიტიკის ბრალიაო,გეგონება ძალით ტენიან ვინმეს წამალს პირში
This post has been edited by gochino80 on 2 Jun 2018, 15:41