#52850889 · 5 Jun 2018, 11:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სულ ამას ვამბობ, ოცნება -ნაცი-გნაცი არაფერ შუაშია. არის ხალხი, ყველა სტრუქტურაში, რომელთა კეთილდღეობა-გავლენა დამოკიდებულია იმაზე, იქნებიან თუ არა ხელისუფლებაში, შესაბამისად მიშაც, გრიშაც, ბიძინაც ფეხებზე ჰკიდიათ. ეს ხალხი შეუძვრება ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც იმ დროს იქნება ხრლისუფლებაში. მურუსიძე ნაცია? ჭიკაიძე ნაცი იყო? კვირიკაშვილი გადაყვა მოქკავშირს? ეს შოთაძეები და ძმანი მისნი ნაცები არიან? ხვალ თუ ზეგ ხელისუფლევა რომ შეიცვლება, ეხლა იმათ მიუგველდებიან და თავის თავს შესთავაზებენ, თქვენიანი ვარ ბატონოო. ასე მოხდა ეხლაც, შეუძვრნენ ივანიშვილს, პირობა დადეს რომ ერთგულად ემსახურებიან მას, შეასრულებენ მის დაკვეთებს თუ დატოვებენ იქ სადაც არიან. ხოდა ამათაც გაუსწორდათ, თან მსხვერპლას გამოაჩი ეს თავი (ივანიშვილმაც გაუპრავა, პროფესიონალი ხალხიაო და სხვა რა გზა ჰქონდათო). თავისთავად სადაც თავისთვის უსაფრთხოდ შეეძლოთ ინფორმაციის გაცემა მერაბიშვილ-სააკაშვილ-ადეიშვილზე, ითანამშრომლეს ახალ ხელისუფლებასთან. სადაც თავის ინტერესებთან იკვეთებოდა, ის გამოძიება და "სამართლიანობის აღდგენა" მიაფუჩეჩეს. თავი და თავი პრობლემა ის არის, რომ მერაბიშვილთან დაკავშირებით, ციხიდა რომ გამოიყვანეს უკანონოდ, ვინც ამაში ხელი გაისვარა (სუბელიანი მაგ.), ეხლა თვლის რომ ხელისუფლება/სისტემა მათთან ვალშია და ეხლა თავის შვილის თუ დისშვილის ამბავში უნდა დაეხმარონ. ამას არანაირი შანტაჟი და მუქარა არ სჭირდება. სუბელიანკ რომ გაანაწყენონ (ანუ შვილის ამბავში არ დააფარონ ხელი), ხვალ-ზეგ გამოვა, ოპოპარტიასთან ან/და ახალ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს და მოაღებს პირს ვინ დაავალა მერაბიშვილის გაყვანა, კადრების განადგურება და ა.შ. ამიტომაც აფარებენ ხელს. გამოდის რომ იმ მერაბიშვილის გაყვანაზე კანონის დარღვევამ გამოიწვია ამ უკანონობების ჯაჭვი: მე რომ ზემდგომების გამო ხელი გავისვარე, ეხლა ზემდგომმა/სისტემამ კეთილი ინებოს და ამ საქმეში ხელი დამაფაროს. ასე ხდება ყოველთვის, ერთი უკანონობა/უსამართლობა წარმოშობს მეორეს და მთელი სისტემა/მთავრობა ურთიერთვალდებულებებში ეფლობა. მიშა გრიშა, ნაცები ქოცები არ არსებობს, არავინ იდეების გამო თავს არ მოიკლავს. ყალიბდება რაღაც კლანური შეთანხმება, დაუწერელი სისტემა და უკვე ეს განსაზღვრავს ყველა დანარჩენ ქმედებას
|