გიპასუხა:
ირაკლი კობახიძე - დღეს უბრალოდ გაცხადდა, რომ საუბარია პარტიულ მიტინგზე, თორემ ჩვენ აქამდეც ვხედავდით, როგორ წარიმართებოდა პროცესები
15:54 03-06-2018
ირაკლი კობახიძე - დღეს უბრალოდ გაცხადდა, რომ საუბარია პარტიულ მიტინგზე, თორემ ჩვენ აქამდეც ვხედავდით, როგორ წარიმართებოდა პროცესები დღეს უბრალოდ გაცხადდა, რომ საუბარია პარტიულ მიტინგზე, თორემ ჩვენ აქამდეც ვხედავდით, როგორ წარიმართებოდა პროცესები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კობახიძის შეფასებით, ამჟამად მიმდინარე აქციის სადავეები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო ხელში.
„რა თქმა უნდა ჩვენ ვიხილეთ პირველი ტალღა, რომელიც იყო საზოგადოებრივი რეაქცია განაჩენთან დაკავშირებით. განაჩენთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს კითხვები, თუმცა ამის შემდეგ იმავე საღამოდან სადავეები ხელში აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ", - აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით მმართველი გუნდი მზად არის საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ეს საგამოძიებო კომისია არის ინსტრუმენტი, რათა ყველაფერს ნათელი მოეფინოს.
"ჩვენ ვისაუბრეთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე. ჩვენ კომისიის ფორმირების პრინციპებზე ვისაუბრეთ. მათ შორის ჩვენი მხრიდან სავარაუდო შემადგენლობის შესახებ. საბოლოოდ კომისიის შემადგენლობა მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც კონსულტაციებს ოპოზიციასთან გავივლით. სავარაუდოდ, ჩვენ რიგგარეშე სხდომის ჩატარება დაგვჭირდება მომავალ კვირას და ჩამოყალიბდება კომისიის შემადგენლობა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...-procesebi.html