#52841007 · 3 Jun 2018, 21:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძაან მეცოდება ეგ ზაზა...
და ამათ პინგ-პონგი აქვთ გამართული, კაცს თავისი ეყოფა, თავის სტიქიაშია, შვილმკვდარი მამისგან ადეკვატურობას ალბათ არ უნდა ველოდოთ...
მაგრამ სინამდვილეში რაც ხდება ქვეყანაში, არის ის რომ სკამებს მოწყურებული და სკამებს ჩაბღაუჯებული ვირთხები ებრძვიან ერთმანეთს. ერთის მხრივ საკუთარ მოსახლეობაზე მოძალადე ყოფილი ხელისუფლება და მისი ანკლავები და მეორეს მხრივ უნიათო და ბედოვლათი მთავრობა.
უნიათო და ბედოვლათია ზუსტად იმის გამო, რომ მოძალადე ხელისუფლების იარაღი- სასამართლო არ გაწმიდა კოლექტიური მურუსიძეებისგან და არამც თუ გაწმიდა, დააწინაურა და ტაშიც დაუკრა, რადგან დავერბოვკებული მურუსიძეები "საჭირო დღისთვის" შემოინახა.
გავა ცოტა ხანი და 99% არც ზაზა ემახსოვრება ვინმეს და არც მისი შვილი! ისე როგორც არ ახსოვთ სერგო თეთრაძე! სადაა ის საზოგადოება, მაშინ რომ თეთრაძეზე, გირგვლიანზე და სხვა გარდაცლილებზე სწუხდა? შემთხვევით რუსთაველზე ხომ არ იდგა? და თუ იქ იდგა, მაშინ ისაც უნდა ხსომებოდა რომ ანალოგიური მიზეზების გამო ხელისუფლებას ჩამოაცილა ნაცმოძ-ბა. და ჰოი, საოცრებავ! დღეს ეს საზოგადოება ისევ მხარს უჭერს ნაცმოძბას! და ე.წ. საზოგადოება არის სინამდვილეში ბრბო ! მეცოდება ეგ კაცი ამ ბრბოს ხელში! აპამპულავებენ ამ საცოდავ კაცს! კაცის უბედურება ტრაგი-კომედიად გადააქციეს. ბრბო გახდა პაპზე დიდი პაპი! და ამ ბრბოს 2 წლის მერე არ ემახსოვრება რატომ იდგა წვიმაში რუსთაველზე იმიტომ არ ემახსოვრება რომ წინა შემთხვევებში რატომაც იდგა, ის უკე დაავიწყდა!
ბატონი პრატჩეტის ერთი ფრთიანი გამონათქვამი გამახსენდა:
"ყოველთვის გახსოვდეს, რომ ბრბო, რომელიც ტაშს უკრავდა შენ მეფედ კურთხევას, ასევე დაუკრავს ტაშს შენთვის თავის მოკვეთას. ხალხს უყვარს სანახაობა". * * *
მკვლელობას ხომ ჰყავდა თვითმხილველები?! გარჩევაში ხომ მონაწილეობდა ერთი 20 სუბიექტი მაინც თუ მეტი არა?! რატომ არ არის მომიტინგეების (საზოგადოების) მოთხოვნებში მათდამი და მათი მშობლებისადმი პროტესტი? რატომ არ ინტერესდება ამით პრეს-მედია და მას-მედია? რატომ არ გამოდიან კლასელები და მათი მშობლები და რატომ არ უნდა არავის სიმართლის თქმა? როგორ, მარტო მთავრობაა დამნაშავე? აი აქედანაც ჩანს რომ ფსევდო-საზოგადოება ვართ!
This post has been edited by mtasiqiteli on 3 Jun 2018, 21:58
--------------------
Tu natus es non tibi, non mihi, sed patriae! Vivere militare est! ნანა, მაკარონი დადგი, ორნი ვართ! მე ვარ დავუშვათ ბაიდენის დელეგატი, შენ ჯვარი გწერია და ტრამპის@AGENT007
|