რა აზრის ხართ რომ საქართველოს ბაზარზე საკმაოდ კონკურენტ უნარიანი მოტო შემომტანი გამოჩნდეს? რომელიც იაფად შესთავაზებს თავის პროდუქციას და რათქმაუნდა უფრო ხარისხიანს თავის კონკურენტებთან შედარებით?
* * *
ერთ-ერთი ასეთი ფირმაა მინსკი (Минск) . (ზოგს შეიძლება ახსოვდეს კიდეც საბჭოთა პერიოდიდან) .
მინსკი არის ბელორუსიული მოტო მწარმოებელი რომელსაც მოტო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი ისტორია და გამოცდილება გააჩნია.
მინსკის დაბალკუბატურიანი მოტოციკლეტები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ საბჭოთა , ასევე ქართველთა მოტოციკლისტებში
(მაშინ როგორც მოიხსენიებოდნენ)
თავისი არანორმალური გამძლეობით (ცუდი ექსპლუატაციის დროსაც კი) , გამავლობით და მრავალი სხვა მახასიათებლით .
საბჭოთა მინსკი აღჭურვილი იყო 125 კუბიანი 12 ცხენისძალიანი 2 ტაქტიანი ძრავით რომელიც მაშინ სრულიად საკმარისი იყო 110 კილოგრამიანი მოტოციკლისთვის რომლის მაქსიმალური სიჩქარე 95 კმ/სთ გახლდათ (მეტიც შეეძლო biggrin.gif) .
ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა სოფლის მაცხოვრებლებში თავისი კონსტრუქციის სიიოლით , გამძლეობით და გამავლობით.

* * *
ხოდა საბოლოოდ რისი თქმა მინდოდა
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მინსკის მოტო ქარხნის მიერ გამოშვებული 2 ტაქტიანი პროდუქტი ნელ-ნელა ძველდებოდა და არ აკმაყოფილებდა ახალ მოთხოვნებს.
(საბოლოოდ მინსკს მოუწია თანამედროვე ძრავებზე და ტექნლოგიებზე გადასვლა) . დღესდღეობით მინსკის მოტოქარხანას უდიდესი არჩევანი აქვს მოტოციკლეტებში (სტრიტი,ენდურო,სპორტბაიკი) . ასევე დაბალკუბატურიან მოპედებში რომელიც შედარებით იაფი ღირს თავის კონკურენტებთან შედარებით ( ამ შემთხვევაში კონკურენტებში ვგულისხმობ საქართველოში პოპულარულ ნამებს , გაბროებს , ალფებს და სხვა მოტოებს ) .
საბოლოოდ შედარებით იაფად ვღებულობთ არა ჩინეთში კოპერატივში აწყობილ ნაგავს არამედ ბელორუსიაში აწყობილ ხარისხიან მოტო ტექნიკას .
იმედია გამოჩნდებიან მსურველი კომპანიები რომლები შემოიყვანენ :/ დიდი კონკურენციის გაწევა შეუძლია ამ პროდუქციას
მინსკის პროდუქციის პატარა ნაწილი დასათვალიერებლად








* * *
მაგალითისთვის მოვიყვანოთ მინსკის ერთ - ერთი მოდელი
Minsk D4 125
ტექნიკური მახასიათებლები :
ძრავი : 125 კუბი 4 - ტაქტიანი
ცილინდრების რაოდენობა : 1
სიმძლავრე : 10.5 ცხ/ძ
მასა : 100 კგ
მაქს. სიჩქარე : 100 კმ/სთ
ფასი ადგილზე სხვადასხვა ფილიალებში (გადამყიდველებთან) ლარში გადმოყვანით : 1600-1700 ლარი
თუ ის გავითვალისწინეთ რომ პირდაპირ ქარხნიდან ბევრად იაფი ეღირება და შემდეგ ჩამოყვანა რაოდენობით , თქვენთვითონ დაიანგარიშეთ სავარაუდო ფასი

