#52853579 · 5 Jun 2018, 18:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დემოკრატის მთავარ მინუსად სხვადასხვა დროის მოაზროვნეები ასახელებდნენ იმას, რომ საზოგადოების ღარიბი ნაწილი (ეი უმრავლესობა), დემოკრატიისვე გამოყენებით შეეცდება ქონება წაართვას მდიდარ ნაწილს (ეი უმცირესობას) და გაინაწილოსო.
ამ პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს (შეიძლება სხვებიც, მაგრამ მე ორი გამიგია): 1) არისტოტელე ამბობდა ქონების წართმევამდე რომ არ მივიდეს საქმე, უნდა შემცირდეს სხვაობა მდიდარსა და ღარიბს შორისო... 2) ჯეიმს მედისონის გადაწყვეტა იყო დემოკრატიის შემცირება ('reduce democracy'), ეი მდიდრები იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რა ფორმით და როგორ ცალკე საკითხია, მაგრამ ის საშიშროება რაც ზემოთ დავწერე არ ემუქრებათ ანუ ქონების წართმევა..
რასაც მემანქანეების შემთხვევაში ვაკვირდებით, ეს არის ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ამავდროულად კომპლექსური პროცესი. ქვეყანაში დემოკრატიის გაზრდამ და სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობამ, ნელ-ნელა საზოგადოების სხვადასხვა ფენებს მისცა ბიძგი პროტესტის გამოხატვისკენ, იქნებოდა ეს სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემების მიმართულებით.
მაგრამ მთავარი ის არის რომ, მემანქანეებზე ხელფასის მომატება, დიდი ალბათობით იწვევს ჯაჭვურ რეაქციას და მსგავსი მოთხოვნების გაჩენას სხვა სეგმენტებში, რაც რა თქმა უნდა ხელისუფლებისთვის და ზოგადად 'ელიტისთვის" თავის ტკივილია, იმიტომ რომ ამათI მოთხოვნები რომ დააკმაყოფილო -> 1) უნდა დაიწყო ბიუჯეტის სწორი განაწილება 2) დაადო მეტი გადასახადები დიდ ბიზნესებს (ბანკებს, კაზინოებს და ა.შ) ეი მოკლედ რომ ვთქვათ დაარტყა "მდიდრებს" რომ დააკმაყოფილო "ღარიბების" მოთხოვნები.
ამიტომ ჩვენ ძალიან საინტერესო და ქვეყნისთვის ფუნდამენტალურ მოვლენას ვაკვირდებით. რადგან ხელისუფლების პასუხი ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ეი წავა დათმობებზე, ბიუჯეტის სწორ განაწილებაზე, მდიდრების მეტი გადასახადებით დაბეგვრაზე თუ შეეცდება სხვადასხვა მაქინაციებით ისე მოაგვაროს ეს პრობლემა, რომ საზოგადოების სხვა ფენებს აღარ ექნეთ სურვილი მსგავსი პროტესტის გამოხატვის.
ნუ ამ ეტაპზე, ფაქტია რომ მეორე ვარიანტს აწვებიან..
--------------------
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი
|