B.I.G.PAPPA
ალადინის ლამპარი

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1011
წევრი No.: 242652
რეგისტრ.: 7-May 18
|
#52840204 · 3 Jun 2018, 19:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, ფსიქო სამყაროში მოტივტივე ნავებო. მინდა ჩემი გასაჭირი გიამბობთ, რომელმაც წუხელ განსაკუთრებით იჩინა თავი. არ ვიცი რა შედეგს მოიტანს აქ ჩემი გულახდილი დიალოგი, და არც იმის იმედი მაქვს, რომ ეს თემა გარდამტეხი აღმოჩნდება ჩემი პრობლემის მოგვარების საქმეში, მაგრამ ასე მგონია,რომ სადმე უნდა ვთქვა რაც მაწუხებს…
ბევრი, რომ არ გავაგრძელო ჩემი ისტორია არის ასეთი- ერთ ადგილზე გავიყინე, უფრო სწორად, სადღაც დავიკარგე და უკან დასაბრუნებელი გზა არ სჩანს. ლაბირინთში ვარ და ველოდები მინოტავრთან დუელს, მაგრამ იმ ოთახის კარებს, როდესაც ვაღებ სადაც წესით ბერძნული მითოლოგიის ურჩხული უნდა მელოდებოდეს საკუთარ თავს ვხედავ, რომელიც არ მაძლევს საშუალებას ოთახის დატოვების, ოთახის რომლის სახელი არის “ წარსული”, და რომელიც ყოველ დღე უფრო დიდი ხდება. აი, ასე ამგვარად მონა გავხდი წარსულის და არა მარტო წარსულის…
მე მონა ვარ და ასევე, მე ვარ ბატონო, რომელიც მონის დამცირებას და დასჯას ცდილობს.
საკუთარი თავის განადგურება მინდა! ყოველ დღე ჩემთვის ერთფეროვან სერიალების ყურებას ჰგავს, რომლის დასაწყისიც იცი და დასასულიც. არად, არ მაქვს მოსაწყენი ცხოვრება ერთი შეხედვით.
მიწევს ბევრი მოგზაურობა, მართალია დედამიწის გარშემო არ დავხეტიალობ, მაგრამ არც ერთ ოთახში ვარ გამოკეტილი. მაქვს ხშირი სექსი ( რომელიც ჩემთვის ერთი და იგივე ემოციების მომტანია), არანაირი ცვლილება. არც სასმელს,მოსაწევს და გართობას ვიკლებ,მაგრამ ემოციები ნული მაქვს. ვინმეს ნარკომანი ან ლოთი რომ არ ვეგონო არ ვიკლებ- თქო რომ დავწერე -ეს იმას არ ნიშნავს ,რომ ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე ვიყო დამოკიდებული... პირიქით ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო. მთავარი ის არის ,რომ სიცოცხლის ხალისი , თითქმის არ მაქვს და ხელახლა დაბადების წყურვილი მკლავს. ახლა მივადექით მთავარს ,რა შემთხვევაში მიჩნდება ცხოვრების ხალისი და ვხვდები რაღაცნაირი თბილი და სიცოცხლით სავსე ადამიანი! ეს ყველაფერი რაც ზემოთ ვახსენე მაშინ იჩენს თავს, როდესაც ვგრძნობ ტკივილს ან ჩემს სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე… მაგალითად ამას წინათ გზაზე მანქანა კინაღამ დამეჯახა. ცოტა გამკრა კიდეც. წავიქეცი და თვალები ,რომ გავახილე თითქოს ხელახლა დავიბადე. გუშინ წინ კიდევ მაღალი შენობის სახურავზე ავედი და გადმოხტომის იმიტაცია გავაკეთე. მალე ვიგრძენი, როგორ შეივსო ჩემი სხეული დადებითი ემოციებით. ასევე ხშირად მივმართავ საკუთარი სხეულის დაზიანებას, რომელიც მამშვიდებს.
წუხელის აუტანელი ტკბივილი მქონე ხელის და სპეციალურად არ დავლიე გამაყუჩებელი და არ გავიკეთე გადასხმა წამლის, რომელიც მომარჩენდა. მთელი ღამე გავათენე. მხოლოდ დილით, რომ ვეღარ გავუძელი წავედი ექიმთან.
ასევე ფორუმზე ჩემი ალტერ ეგოთი ვცდილობ საკუთარი თავის დასჯას
შემდეგ როდესაც ჩემს ნამოქმედარს ვკითხულობ მიკვირს ეს მე ვარ?
კაროჩე ალბათ, არც წაიკითხავთ ბოლომდე, ან თუ წაიკითხავთ არა მგონია გაიგოთ, მოკლედ სრული პიზდეცი მაქვს.
ეს ყველაფერი სულ რაღაც 3 წელია რაც დამეწყო, მანამდე მარტო უძილობა მაწუხებდა….
ახლა არ ვიმყოფები საქართველოში და აქ ენა იმ დონეზე არ ვიცი, რომ ფსიქოლოგს კარგად ავუხსნა ყველფერი….ნუ, ჯანდაბა ისეთ ფსიწოლოგს ვნახავ , ალბათ ვისაც ინგლისური ეცოდინება, მაგრამ არ მაქვს მაგის თავი.
ორი თვე უნდა დავრჩე აქ და მეშინია საკუთარ თავს რამე არ დავუშავო…
ყველაზე დიდი პრიკოლი ის არის რომ მე მკიდია, უბრალოდ დედაჩემი ვერ გადაიტანს ,მე რომ რამ მომივიდეს და ამიტომ ვცდილობ საღ- სალამათ დავბრუნდე სახლში.
|