#52839754 · 3 Jun 2018, 18:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგეხსენებათ პროცესებში მოიწვიეს პოლიტიკური პარტიები და ამ ფაქტმა ბევრი გულწრფელად გააღიზიანა, სადღაც თურმე სტუდენტებს ალტერნატიული აქციაც ჩაუტარებიათ იმიტომ რომ პოლიტიკოსთა აქციას არ შეუერთდნენ. ცხადია ეს ყველაფერი მოდის სენტენციიდან "პოლიტიკა ბინძური საქმეა" და მეტ წილად პოლიტიკურ პრაქტიკას საწინააღმდეგო არ დაუმტკიცებია. მე არ ვეთანხმები ამ სენტეციას, დემოკრატიულ სისტემის მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური ცხოვრების იმპლიკაციები შეზღუდულია არა მხოლოდ სამართლით, არამედ ზნეობითაც. ის ფაქტი რომ, საზოგადოებას აქვს სრული უნდობლობა პოლიტიკოსთა მიმართ, გამომდინარეობს ამ უკანასკნელთა არადემოკრატიულობით და არა ობიექტური ფაქტით, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან! ასე რომ საზოგადოებას მოეთხოვება მეტი საზრიანობა და წაკითხულის სწორად გააზრება, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ბერკეტები პოლიტიკოსთა სამართავად და არა პირიქით. საზოგადოების შიში რომ პოლიტიკოსი გამოიყენებს არის უმწიფრობის ბრალი, პოლიტიკოსი ინსტრუმენტია, ისინი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და არ გავერიდოთ.
მე მიმაჩნია პროცესი უნდა ავხსნათ არა პერსონალიებით არამედ სოციალური პროცესით. ჩამოშორდით აბა მოვლენას და გაანალიზეთ პროცესი თეორიულად. პოლიტიკური პარტიები საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს უნდა გამოხატავდნენ. პოლიტიკური პარტიის ფუნდამენტური ფუნქცია არის საზოგადოებრივ მოთხოვნათა არტიკულაცია, შესაბამისად პარტია რომელიც მიმდინარე პროცესში გვერდზე გადგება და დაავალებს საქმის კეთებას სამოქალაქო საზოგადოებას არის ბრიყვთა გაერთიანება. დავსვათ კითხვა პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში არ არის მაშინ სადააა თუ არა სამოქალაქო საზოგადოებაში?! ამ ფუნდამენტური ფუნქციის შეუსრულებლობას რომ ახსნით ოპონენტ პარტიების ცუდი ტიპობით ე.ი. მწარედ ცდებით.
დღეს ქართული ოცნება მხილებულია დანაშაულში და ეს დანაშაული აშკარაა და არა საკამათო. მათ დააფარეს ხელი დამნაშავეებს და რათა გავლენიან პირთა შვილებს პასუხისგებისთვის თავი აერიდებინათ. ქართული ოცნება ცუგ-ცვანგის მდგომარეობაშია, საჭადრაკო ენაზე ეს არის ფიგურების ისეთი განლაგება, რომლის დროსაც აუცილებელია ისეთი მორიგი სვლის გაკეთება, რომელსაც მოსდევს მდგომარეობის გაუარესება და პარტიის წაგებაც კი. მისი გამოსავალი არის სვლების გამეორება უბრალო სვლის გადაცემის ინტენციით, მაშინ როცა მოწინააღმდეგეს აქვს საშუალება ფიგურებს აუჩქარებლად თავი მოუყაროს ოპონენტის პასიური თავდაცვის ფონზე. ამ მდგომარეობის გამოუყენებლობა პოლიტიკურ სუბიექტების მიერ არის არა უბრალოდ სიბრიყვე ან უპასუხისმგებლობა, არამედ ხელისუფლების მხარდაჭერა!
ეხლა კი მეორე პრობლემა: რატომ არ გამოიძიებს ქართული ოცნება სარალიძე/დადუნაშვილის საქმეს ობიექტურად. ახალს არაფერს ვიტყვი: იმიტომ რომ საქმეში ჩართულია მაღალჩინოსნები, მათი თანამდებობები. აღმოჩნდა რომ მირზა სუბელიანი ფლობს განუსაზღვრელი მოცულობის პოლიტიკურ კაპიტალს რომლიც შანტაჟზეა დაფუძნებული, თუ სისტემის ფუნქციონერთა არაფორმალურ კავშირზე ჯერჯერობით გაურკვეველია. შესაბამისად აქვს თუ არა ოცნებას რესურსი რომ გამოასწოროს პრობლემა და გაწიროს სისტემის დანაშაულში გარეული ფუნქციონერები? __ არა! რადგან ოცნება არის "loose-loose" (წაგება-წაგების) მდგომარეობაში, ანუ ოცნება არც ერთ გამოსავალში არ იგებს მას დარჩენილი აქვს მხოლოდ არჩევანი, რომელი წაგება მოუტანს უფრო დიდ ზარალს. სიტუაციის ინტუიციური აღქმისთვის გთავაზობთ საყოფაცხოვრებო მაგალითს, როცა მოღალატე ცოლი გადაწყვეტს რომ ქმარს უამბოს ღალატის შესახებ რათა მათ ბედნიერად გააგრძელონ ოჯახური თანაცხოვრება, ეს მაშინ როცა მეუღლემ არაფერი იცის ღალატის შესახებ. ეს გახლვათ გულწრფელობის ის მაგალითი რომელი პრობლემის გადაწყვეტის მაგივრად ოჯახს დაანგრევს!!! სწორედ ამ მდგომარეობაშია ოცნება, თუ ის გადაწყვეტს რომ ყველა პრობლემაზე პასუხი უნდა აგოს, მაშინ მან უნდა გამოაშაკაროვს მთელი სისტემის მანკიერება, უმაღლესი თანამდებობის პირთა დანაშაულები და მოლაპარაკებები, მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოებას კეთილგანწყობისკენ კი არ განაწყობს, პირიქით უფრო მეტი გაღიზიანებისკენ და უნდობლობისკენ მომართავს. შესაბამისად მას აქვს მეორე ალტერნატივა რომ ზიდოს პასუხგაუცემელი კითხვები მომავალ არჩევნებამდე და გადააქციოს ბავშვების საქმე, გირგვლიანის საქმედ. მაგრამ ქ. ოცნება მუშაობს მესამე ალტერნატივაზე, რომ თავად პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს, წარმოაჩინოს რეჟიმის მსხვერპლი "ნაცების მარიონეტად" და ამ უკანასკნელთა პოლიტიკური უნდობლობის ფონზე საზოგადოებაში გააჩინოს კონტრ არგუმენტი რომ ეს იყო "დადგმული სპექტაკლი" და ეს გახდეს თავის მართლების არგუმენტად.
აი სწორედ აქ უნდა გამოიჩინოს საზოგადოებამ სიმწიფე, არ მისცეს ხელისუფლებას მესამე გზის რეალიზაციის საშუალება და აიძულოს ამხილებინოს რეჟიმს თავისი თავი, რათა არ იტვირთოს "გირგვლიანის" ტვირთი. ქ. ოცნება დაზარალდება, მაგრამ მაინც შეინარჩუნებს უკეთეს საარჩევნო პედასტილს საზოგადოების წინაშე. ასე რომ ქოცებო მიბრძანდით აქციაზე რომ გადაარჩინოთ თქვენი პარტია განაცებას.
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|