#52569506 · 21 Apr 2018, 00:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემს ცხოვრებაში პირველად დავრეგისტრირდი და ვწერ ფორუმზე. 15 აპრილს ასეთი რამ შემემთხვა: ავტოსადგურ ოკრიბადან (ბენზინგასამართ სადგურ-სენტას პირდაპირ ზუსტად) ვიმგზავრე ტაქსით ვარკეთილისკენ. ტაქსი არც გამომიძახები და არც გაჩერებული მდგარა, ხელის აწევით გავაჩერე და გავყევი. როცა მივედი, საბარგულიდან ჩანთებს ვცლიდი და ლეპტოპის ჩანთა დამრჩა ტაქსის უკანა სავარძელზე, რაშიც იდო ლეპტოპი და ფული დაახლოებით 400 ლარამდე. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ არც მანქანის ნომერი ვიცი (წამებით გვიან აღმოვაჩინე რომ დამრჩა, სანამ შევხედავდი) და არც ტაქსისტის სახელი ვიცი. ერთადერთი რაც ვიცი, ვერცხლისფერი მერსედესი იყო და ტაქსისტს ერთი შეხედვითაც ვიცნობ. მაშინვე დავწერე პოლიციაში განცხადება, მაგრამ ხელმოსაჭიდი ვერაფერი მივეცი, კამერები რაც მაწყობს, პოლიციის გარეშე ჩანაწერს არ მაჩვენებენ. მსგავსი რამ თუ ვინმეს შეგემთხვათ, ან უბრალოდ იცით ასეთ სიტუაციაში რა უნდა გავკეოთო, იქნებ დამეხმაროთ. ფული არ მადარდებს, მხოლოდ ლეპტოპი, რომელიც 9 წელი უპრობლემოდ ''მემსახურებოდა'' და მთელი ამ პერიოდის მნიშვნელოვანი დეტალები ვიდეოები, ინფორმაციები და ერთი სიტყვით ცხოვრების დიდი ნაწილი იმ ლეპტოპში მქონდა. ეს დღეები ისეთი გრძნობა მაქ, რომ ცხოვრების ნაწილი დავკარგე. ძალიან გთხოვთ, იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო, ან როგორ მივცე პოლიციას რაიმე ხელჩასაჭიდი....
|