kardinali100
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 36703
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11
|
#52845344 · 4 Jun 2018, 14:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლია მუხაშავრია - თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ მართლმსაჯულება ჩამოიშალა 11:36 04-06-2018 ლია მუხაშავრია - თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ მართლმსაჯულება ჩამოიშალა წულუკიანის პასუხისმგებლობაა, რომ პროკურატურა არაპროფესიონალი, უსახური გამომძიებლებითა და მუშაკებითაა დაკომპლექტებული - რატომღაც ამ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებაში“ ვერ ხედავენ და გვიცხადებენ, რომ თურმე ისევ წულუკიანმა უნდა შეარჩიოს მთავარი პროკურორი, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ გაზეთ „კვირის პალიტრას“ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.
„თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ სასამართლოს დღეს გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძე მართავს, მის კისერზეა, რომ სასამართლო მოქალაქეებისთვის სამართლის პოვნის ადგილად კი არა, უსამართლობის წყაროდ იქცა და მართლმსაჯულება ჩამოიშალა.
წულუკიანის პასუხისმგებლობაა ისიც, რომ პროკურატურა არაპროფესიონალი, უსახური გამომძიებლებითა და მუშაკებითაა დაკომპლექტებული. რატომღაც ამ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებაში" ვერ ხედავენ და ისევ გვიცხადებენ, რომ თურმე ისევ წულუკიანმა უნდა შეარჩიოს მთავარი პროკურორი.
მინისტრს, რომლის ვერც ერთმა კადრმა ვერ გაამართლა როგორც მთავარ პროკურორად, ისე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ მოსამართლედ, ამხელა მანდატი ისევ უნდა მივანიჭოთ? არ არის მშვიდობა სამართლიანობის გარეშე და ეს ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა. ეს უნდა დაინახოს ხელისუფლებამ, რომელსაც ეტყობა კიდეც, რომ შეშინებულია, მაგრამ კრიზისიდან გამოსავლის პოვნა არაპროფესიონალიზმის გამო უჭირს“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
უფლებადამცველი ასევე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებთ მოსამართლის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლომ დაამარცხა პროკურატურის მიერ შეკერილი „ამორალური საქმე“.
„სამართლებრივად თუ შევაფასებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას, სასამართლომ დაამარცხა პროკურატურის მიერ შეკერილი „ამორალური საქმე“, თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქართულ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც პოლიტიკოსები ყველაფერზე მიდიან და ყველა ყველას ნათესავი და მეგობარია. ხელისუფლებისკენ გასროლილი პირველი სასიკვდილო ტყვია სწორედ სასამართლომ გაისროლა, მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა ზაზა სარალიძის აღშფოთება და მის გვერდით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება. რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვისაც სურს პოლიტიკური კრიზისისგან სარგებლის მიღება, ეს ნაბიჯი გადაედგა? „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად „ქართულმა ოცნებამ“ გადაუდგო მსუყე ლუკმა თავისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებით. საგამოძიებო სტრუქტურები ყველა ქვეყანაში განვითარდნენ, ჩვენ კი მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა, უარი ვთქვით, დაგვხმარებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები უწყებების რეფორმირებაში. ხელისუფლებას ურჩევნია, ჭაობში იჯდეს და იქიდან შეეცადოს საზოგადოების დაშინებას, უსამართლობასთან შეგუებას. ქვეყნის საკვანძო სტრუქტურები ჩამოშლილია, მართლმსაჯულება აღარ არსებობს და ამას უკვე თითოეული მოქალაქე საკუთარ ტყავზე გრძნობს.
პოლიტიკური პარტიების ზაზა სარალიძესთან გამოჩენამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია და ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ დაუტოვა ხელისუფლებამ და ამიტომაცაა მზად ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად საბრძოლველად. ვნახოთ, რა რესურსი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს - რეალურად, ახლა რუსთაველის გამზირზე ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს. ადრე თუ გვიან, საპარლამენტო არჩევნებამდე მივალთ და უნდა ვიცოდეთ, ვის მივცეთ ხმა და ვის აქვს პროცესების მართვის რესურსი.
„ქართული ოცნება“ დღეს კრიზისშია და არ მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართება. სამი დღის განმავლობაში, სანამ პარტიები გამოჩნდებოდნენ ზაზა სარალიძის გვერდით, უხერხემლობისა და სისუსტის გამო მთავრობამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ვერ გაბედა. ბევრი გაუბედურებული ოჯახია დღეს ქვეყანაში, რომლებიც უკმაყოფილო არიან როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოსა და შსს-ს მუშაობით. თუ ეს სიბრმავე გაგრძელდება, ხელისუფლებას ვერ უშველის ზაზა სარალიძის დისკრედიტაციის მცდელობა, როგორც კი მორიგი შანსი გამოჩნდება, ეს ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
სულხან სალაძე - თუ ვინმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, პერსონალურად, ეს ვრცელდება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე 11:27 04-06-2018 სულხან სალაძე - თუ ვინმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, პერსონალურად, ეს ვრცელდება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე ლეგიტიმურია კითხვის დასმა, თუ რამდენად შეიძლება ვენდოთ, რომ მოქმედ იუსტიციის მინისტრს მივანდოთ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა სუხლან სალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
სულხან სალაძის განმარტებით, მოგვწონს თუ არა პროკურორის შერჩევის მოქმედი წესი, ამას ვერავინ გაექცევა, რადგან ის განსაზღვრულია პროკურატურის შესახებ კანონმდებლობით და ამ პროცედურებს იუსტიციის სამინისტრო წარმართავს.
სალაძის განცხადებით, მთავარი პროკურორობის კანდიდატი არ უნდა იყოს აფილირებული ხელისუფლებასთან, მათ შორის, გავლენიან ჯგუფებთანაც, რადგან ძალიან ბევრ საქმესთან დაკავშირებით იყო ეჭვი, რომ გავლენიანი ჯგუფებისა და კონკრეტული პირების ინტერესში იყო, საქმეები ბოლომდე არ მისულიყო.
„იუსტიციის მინისტრი დღეიდან იწყებს ამ პროცესს და კანონმდებლობით ერთთვიანი ვადა არის განსაზღვრული კონსულტაციებისთვის, რომელიც უნდა გაიმართოს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან. საბოლოოდ 3 კანდიდატი უნდა შეირჩეს და წარედგინოს საპროკურორო საბჭოს. საპროკურორო საბჭომ უნდა შეარჩიოს საუკეთესო კანდიდატი, შემდეგ ამან უნდა გადაინაცვლოს მთავრობაზე, რომელსაც აქვს 2 კვირიანი ვადა. მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებული პროცედურები გრძელდება საქართველოს პარალმენტში. ეს არის ის, რაც გაწერილია კანონმდებლობით და ამას ვერავინ გაექცევა, თუმცა ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს ღიაობა და ჩართულობა ყველა დაინტერესებული ჯგუფებისა, პროცესი არ იყოს დახურული და მათ შორის, ჩვენც უნდას შეგვეძლოს თვალის მიდევნება გასაუბრებების თუ კონსულტრაციების რეჟიმისთვის, რადგან ეს სიტუაცია არ არის ჩვეულებრივი მოცემულობა როდესაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვის პროცედურების პარალელურად ხდება მთავარი პროკურორის შერჩევა. ცხადია, ეს არის განსხვავებული სიტუაცია, როდესაც მთავარმა პროკურორმა დატოვა თანამდებობა და ის, რაც ამას უძღოდა წინ, ყოველივეს გათვალისწინება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამიტომ, მთავარი პორკურორის შერჩევაზე როდესაც ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი უნდა იყოს არა ფორმალურად დისტანცირებული პოლიტიკისგან და მმართველი ჯგუფისგან, არამედ, ის რეალურად ასე უნდა იყოს. ასევე, მთავარი პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან მაღალი უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს აფილირებული ხელისუფლებასთან, მათ შორის იმ გავლენიან ჯგუფებთანაც, რადგან ძალიან ბევრ საქმესთან დაკავშირებით იყო ეჭვი, რომ ამა თუ იმ საქმის გამოძიება ჩიხში შედიოდა იმის გამო, რომ გავლენიანი ჯგუფებისა და კონკრეტული პირების ინტერესში იყო, რომ ეს საქმეები არ მისულიყო ბოლომდე. ამიტომ, მთავარი პროკურორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრისგან დისტანცირებას მოხადენს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იქნება იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ გვიწევს არსებობა, ვინაიდან ქართული სახელმწიფოს ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენი ტიპის ხელისუფლებებს აქვთ მიდრეკილება, რომ მათ გარკვეული კონტროლის მექანიზმები ჰქონდეთ, მათ შორის, მთავარ პროკურორთან დაკავშირებით. თუ შევხედავთ, პროკურატურა ერთ-ერთი მთავარი წამყვანი რგოლია მთელ სამართალდამცავ სისტემაში. ამიტომ, ამ მოცემულობასა და გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება იქნება აუცილებელი მთავარი პროკურორის შერჩევის საქმეში.
მეორე საკითხი შეეხება იმას, დღეს მოქმედი იუსტიციის მინისტრი უნდა იყოს თუ არა ის იუსტიციის მინისტრი, ვინც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურები უნდა წარმართოს. რამდენიმე დღის წინ არასამთავრობოების მიერ გავრცელებული განცხადებაშიც აღვნიშნავდით, რომ დაუყოვნებლიც უნდა დადგეს იმ თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების კუთხით თანმიმდევრული, ეფექტური და რეალური რეფორმების განხორციელება. თუ ვინმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, პერსონალურად, ეს ვრცელდება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე, ვინაიდან მთელი ამ წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი გაჭიანურებული და ჩაგდებული რეფორმა სწორედ იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობა, რომელიც ძირეულად უნდა შეცვლილიყო და ახალიც მომზადდა, იუსტიციის სამინისტროში დევს და იმტვერება. გარდა ამისა, მართლმსაჯულების სისტემას ავიღებთ თუ კიდევ რამე სხვას, როდესაც საუბარია ძირეულ ცვლილებებზე და არა პერმანენტულ ჩარევებზე, ამ ცვლილებების უკან ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იუსტიციის სამინისტროზე მოდის. ლოგიკურად, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია კითხვის დასმა, თუ რამდენად შეიძლება ვენდოთ, რომ მოქმედ იუსტიციის მინისტრს მივანდოთ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა. პროცედურებს, რომელსაც დღეს იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს, მგონია, რომ ძალიან მალე - ერთ-ორ დღეში აჩვენებს მათი მოქმედება იქნება მოჩვენებითი, ზედაპირული და უბრალოდ კანონის მოთხოვნების დაცვა, თუ ისინი მართლა იმ პროცესს დაიწყებენ, რომელიც პროკურორობის საუკეთესო კანდიდატის შერჩევასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ მთავრი პროკურორის თანამდებობა 31 მაისს დატოვა.
This post has been edited by kardinali100 on 4 Jun 2018, 14:11
|