ქართველი ერის ფიზიკური არსებობის ერთადერთი ფორმა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობაა. საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლა დაიწყო 1989 წლის 9 აპრილის აქციით.
ეს აქცია შევარდნაძის რჩევით დაარბია გორბაჩოვმა, რასაც შედეგად მოჰყვა ჯერ ვარშავის ბლოკის და მერე სსრ კავშირის დაშლა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა ავტომატურად საქართველოს სახელმწ იფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. საქართველოს იმ ეროვნულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა აღედგინათ 1989 წლის 9 აპრილიდან 1989 წლის 3 დეკემბრამდე კრემლმა შეუსია КГБ-ეს 100 ათასზე მეტი აგენტი. მალტის სამიტის შემდეგ კი რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლამდე კრემლს საქართველო ეროვნულ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ამერიკა და მისი ყველა ნატოელი მოკავშირე.
დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომის განახლების შემდეგ, რუსეთი და დასავლეთი საქართველოს ეროვულ პოლიტიკურ ძალებს უკვე გაერთიანებული ძალებით ვეღარ ებრძვიან. ისინი უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთს ებრძვიან. ოღონდ მათ ამ ბოლო 26 წლის განმავლობაში შესძლეს ქართული პოლიტიკიდან ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების აბსოლუტური განდევნა. ამიტომ საქართველოში სადღეისოდ ჩამოყალიბებულია პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების ყოვლად მიუღებელი სპექტრი.
ქართველი ერის მთავარ უბედურებად ამ 26 წლის განმავლობაში იქცა 1990 წლის შემდეგ დღემდე არჩეული ყველა მოწვევის პარლამენტი. ეს პარლამენტები გახდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ეკონომიკის ნგრევის და ყველა სხვა უბედურებების გამომწვევი მთავარი მიზეზი.
8 ოქტომბრის არჩევნებშიც საქარველოს არა აქვს ნორმალური პარლამენტის არჩევის არავითარი შანსი. საქართველო დღეს გავს დასახრჩობად ჭაობში ჩაგდებულ კაცს, რომელსაც კისერზე დამატებით ტვირთად მიაბეს უკუღმართი პოლიტიკური პარტიების სპექტრი. კარგი პარლამენტი კი იმიტომ ვერ აირჩევა, რომ საქართველოს უბრალოდ აღარ ჰყავს არცერთი პოზიტიური პოლიტიკური პარტია.
ასე, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში რომელმა პარტიებმაც არ უნდა გაიმარჯვონ, ასეც და ისეც კიდევ 4 წლით მივიღებთ ერის მოღალატე მორიგ პარლამენტს. ეს პარლამენტი ისევ გაივსება იმ კორუმპირებული მსუნაგებით, რომლებსაც ერის ბედი ოდნავაც არ აწუხებთ და პარლამენტში ფულის საკეთებლად მოდიან. ეს პარლამენტი სავსე იქნება ცრუპანტელა უპასუხისმგებლო დეპუტატებით, რომლებმაც არ იციან დამოუკიდებელი სახელმწიფოს მართვა და გავლენის აგენტების სახით დასავლეთს ან რუსეთს ეტენებიან.
ამიტომ ქართველ ხალხს 8 ოქტომბერს მხოლოდ იმისი არჩევანი აქვს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თავს მგელს შეაჭმევინებს თუ მგლისფერ ძაღლს. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი, არის მთაწმინდის საარჩევნო ოლქი. ესეც შეეხება არა პარტიულ ანუ პროპორციულ არჩევნებს, არამედ მხოლოდ მაჟორიტარ არჩევნებს. ამ ოლქში წამოყენებული 15 მაჟორიტარ კანდიდატთა შორის მხოლოდ მე გახლავართ ეროვნული პოლიტიკური ძალა.
რა თქმა უნდა არსებობს იმისი რეალური საშიშროება, რომ ამ არჩევნებში მე მომიგდებენ ხმების მხოლოდ 0,3%-ს და მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად გაიყვანენ სალომე ზურაბიშვილს ან ნიკა რურუას. თუ ზურაბიშვილს გაამარჯვებენ, მაშინ პარლამენტში ოცნებას მიემატება კიდევ ერთი მანდატი და პირიქით თუ რურუას გაამარჯვებინებენ, მაშინ ნაცმოძრაობა მიიღებს კიდევ ერთ მანდატს. ასე რომ ასეთ შემთხევაში საქართველოს ისევ არ ეყოლება პარლამენტი.
ხოლო იმ შემთხევაში თუკი მთაწმინდა მე ვიქნები არჩეული მაჟორიტარ დეპუტატად, მაშინ საქართველო მიიღებს გადარჩენის უკანასკნელ და ერთადერთ შანსს. მე 100%-ით ვიცი რომ პარლამენტში დამხვდება ერის ღალატისთვის განწირული 149 დეპუტატი. ისინი უმთავრესად იქნებიან ივანიშვილისა და სააკაშვილის ბალასტი. ისინი ამავე ნიშნით შექმნიან უმრავლესობას და უმცირესობას. ისინი ატეხავენ ერთმანეთთან კამათს და ათასი უკეთური მეთოდებით საბოტაჟს გაუწევენ პარლამენტის მუშაობას.
მიუხედავად ასეთი გარდაუვალი რეალობისა მე შევძლებ პარლამენტში ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში პარლამენტში შევქმნა უფრო დიდი ფრაქცია ვიდრე ივანიშვილს და სააკაშვილს ეყოლებათ. მხედველობაში მაქვს დაახლოებით 120 კაციანი საპარლამენტო ფრაქცია. რა პოლიტიკური ნაგავიც არ უნდა იქნეს არჩეული პარლამენტში, ისინი მაინც ქართველები იქნებიან და მე მათ ეროვნულ პოზიციებზე შემოვაბრუნებ. დეპუტატის საქმიანობა პარლამენტში გამოიხატება ამა თუ იმ საკითხებისადმი ხმის დადებითად ან უარყოფითად მიცემაში. ხოლო იმისათვის, რომ პარლამენტში ეს საკითხები სწორედ დაისვას ერთი ჩემისთანა კაციც საკმარისია.
პარლამენტი ასე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს, დანიშნავს ამ გადაწყვეტილებების აღსრულების უნარის მქონე აღმასრულებელ ხელისუფლებას და ქვეყნის მართვა უკვე უნდილი პარლამენტის კი არა არამედ უნარიანი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმე იქნება.
აი ასეთ შემთხევაში მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მშპ გაიზრდება ათჯერ, ყველას ექნება სამუშაო,
თქვენი ცხოვრების დონე გაიზრდება ათჯერ. საქართველო ამიერკავკასიაში იქნება პოლიტიკურად, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ლიდერი სახელმწიფო. რა თქმა უნდა აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც.
ამიტომ ყველამ გადაიტანეთ თქვენი ყურადღება მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებზე. თუ თქვენ არა ხართ ჩაწერილი მთაწმინდაზე, მაშინ ყველას შეგიძლიათ ხმა მიაწვდინოთ თქვენს იმ ნაცნობ მეგობრებს, რომლებიც მთაწმინდაზე ცხოვრობენ. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ ერთი ხმის ნაცვლად სამი და მეტი ხმა მისცეთ სამშობლოს გადარჩენას. აუხსნით მათ რომ ყველას აქვს ორი ხმა. დაე პროპორციულ არჩევნებში აირჩიონ ვინც უნდათ, მაგრამ მაჟორიტარულ არჩევნებში ხმა მე უნდა მომცენ.
მე მზად ვარ პასუხი გაცემული თქვენს ყველა კითხვას და ასევე დებატებში ვიწვევ ჩემს ნებისმიერ კონკურენტს.
აბა თქვენ იცით!
ეს ალტერნატიული ვარიანტი
ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა This post has been edited by SPLIYVI on 4 Jun 2018, 12:44