#52856330 · 6 Jun 2018, 00:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვალერი გაზაევი (რუს. Вале́рий Гео́ргиевич Газза́ев, Valeriy Georgyevich Gazzayev; ოს. Гæззаты Георгийы фырт Валери, Gæzzaty Georgijy fyrt Valeri; დ.7 აგვისტო, 1954, ორჯონიკიძე (ახლანდელი ვლადიკავკაზი)) — ოსური წარმოშობის რუსი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ვლადიკავკაზის „ალანიას“ პრეზიდენტი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. დიდ წარმატებას მიაღწია მოსკოვის „დინამოსთან„ ერთად, ისევე როგორც სსრკ–ს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე.
ვალერი გაზაევი მწვრთნელი გახდა 1989 წელს. მას ყველაზე წარმატებული წლები ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩაიბარა მოსკოვის „ცსკა“ 2004 დან 2008 წლამდე. „ცსკასთან“ ერთად გაზაევმა მოიგო ყველა რუსული ტიტული, თითოეული სამჯერ, ასევე უეფა-ს თასი 2005 წელს. ამ მიღწევების გამო იგი ითვლლება ერთ–ერთ საუკეთესო მწვრთნელად ყოფილ საბჭოთა კავშირში დაბადბულთა შორის.
|