5 ჰექტარზე ვინ გამაკეთებინებს, 1500-5000 მდე კვადრატზე გაგაშენებინებთო, მაგრამ 2018 წელს 50 000 კვადრატზე მეტი არ უნდა გიფიქსირდებოდესო, მე კი 66000 კვადრატი მქონდა მაგ დროს და ახლაც ასე მაქვს

ისე მოწმედი პროექტი უნდა იყოს წესით, ამ ნერგობის სეზინზე მაინც ყოველ შემთხვევაში.
მავალს ვაპირებ საკუთარი ძალებით 300 ძირამდე სავარაუდოს, უბრალოდ ამინდებმა არ გამიშვა რო დავხნა

ერთი კვირაც თუ ვერ დავხანი მერე აზრი აღარ აქვს

არადა არც გადაშრა ეს დალოცვილი.
* * *
ქარსაცავად კრუგში მინდა ორი რიგი შახმატურად დარგული ქლიავი, მერე უფრო შიგნით რიგი მინდა თხილის ერთი რიგი, დაბალი ქარი რო დაიჭიროს. დაახლოებით 100 X 40 მ აროის ზომები, ვიწრო მხარე აქვს აღმოსავლეთისკრენ ანუ 40 მეტრიანი, და მეორე მხარე დასავლეთით 40 მეტრიანი, ამ 40 მეტრიანების მხრიდან ვფიქრობ შახმატურად ქლიავებს, პირველი რიგი ღობიდან 5 მეტრში, მერე მეორე რიგი 5 მეტრზე კიდევ. ეს უკვე 10-10 მეტრს მართმევს თავში და ბოლოში ქარის მხარეებზე ანუ, და რეალური სიგრძე მრჩება 100-ის ნაცვლად 80 მეტრი.გრძელ გვერდს არ ხვდება ქარი, იქ ერთი რიგი ქლიავი მინდა და 5-5 მეტრი დამაკლდება, სიგანე ფ
დამრჩება 30 მეტრი, სულ ფართი იქნება 30X80 მეტრზე, ქარის მხარეებზე კიდევ ერთი რიგი თხილი მინდა და 5-5 მეტრს ეგ წამართმევს, და სიგრძე შემიმცირდება 70 მეტრამდე.
30X70 დარჩება ნაკვეთი, ამას ყველა მხარეს მოაკლდება 5-5 მეტრი, ვერც ქლიავის და ვერც თხილის ძირში ვერ დავრგავ მაყვალს. ეფექტური სამუშაო ადგილი მექნება 20X60.
60 მეტრი სიგრძეზე მაყვალი მიდის 40 ძირი, 1.5-ი
ში დარგული ანუ. 2.5 მინდა რიგებს შორის რო დავტოვო, ისე მგონი ორიც შეიძლება, მაქსიმუმ ხელის ტრაქტორით გავიარო.
მაქსიმუმ ჩემ 20 მეტრში დავატევ 10 რიგს, ანუ 400 ძირს.
ახლა მაინტერესებს, გათვლებში ხო არ შევცდი, ქლიავთან და თხილთან რამე პრეტენზიები ხო არ ექნება მაყვალს, ბოლოს კი თქვენი აზრიც გამოთქვით რამეს თუ შეასწორებდით.
ქარიანი ადგილია, ძლიერ ქარიანი.
ხო და კიდევ ის ფაქტია რო ყველა ნერგი, მაყვალი, თხილი და ქლიავი იქნება წვეთოვანზე აუცილებლად.
წყალი კი მაქვს ბლომად.
ნიადაგი ზომიერი მჟავიანობისაა საშუალოდ მძიმე თიხნარი.
გრუნტის წყლები 1.5-2 მეტრზეა.